Home » საზოგადოება » რა გვინდა და რა არ გვინდა
რა გვინდა და რა არ გვინდა

რა გვინდა და რა არ გვინდა

“გასაგებია, რომ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ! ეს გასაგებია! აღარ ჩამოვთვლი რატომ! მაგრამ ახლა ჩვენი თავისკენ გამოვიხედოთ და გავარკვიოთ ჩვენ რა გვინდა, ჩვენ!? მგონი ბოლო წლებში ზუსტად გავარკვიეთ რა არ გვინდა”, – ამის შესახებ ბიზნესმენი, „ისთ გეით ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“გასაგებია, რომ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ! ეს გასაგებია! აღარ ჩამოვთვლი რატომ! მაგრამ ახლა ჩვენი თავისკენ გამოვიხედოთ და გავარკვიოთ ჩვენ რა გვინდა, ჩვენ!? მგონი ბოლო წლებში ზუსტად გავარკვიეთ რა არ გვინდა.

მაგალითად არ გვინდა, რომ

1. აშენდეს ჰიდროსადგურები. რაც მთავარია ეს არ გვინდა კატეგორიულად! ამის შედეგი იქნება ის, რომ 1-2 წელიწადში დაგვეწყება ელ. ენერგიის შეზღუდვები!

2. მოვიპოვოთ წიაღისეული რესურსი(ის მწირიც კი, რაც გაგვაჩნია). ამის შედეგი იქნება ქვეყნისთვის შემოსავლების არ მიღება და სამუშაო ადგილების არ შექმნა!

3. აშენდეს ახალი შენობები( ჩემი პირადი გამოცდილება გუდიაშვილის მოედნიდან. ისეთი ისტერიკები მომიწყვეს, საერთოდ იქით გავლაც აღარ მინდა) შედეგი – ვაგრძელებთ ბარაკებში ცხოვრებას და არ გვინდა არანაირი სიახლე!

4. მიწა დავამუშავოთ და არც ის გვინდა ჩვენი დაუმუშავებელი მიწა სხვამ დაამუშავოს(ვისაც ეს შეუძლის და იცის) შედეგი – მიწა გვაქვს დაუმუშავებელი!

5. მოსავალი ან პროდუქცია დავაზღვიოთ! შედეგი – ყოველი სეტყვის ან ხანძრის შემდეგ მივრბივართ ბიძინასთან ანაზღაურების მოთხოვნით!

6. ავაშენოთ მაგისტრალები( თელავი ბაკურციხის გზის გაყვანის გამო მოსახლეობასთან ნადვილი ბრძოლები მიმდინარეობს) შედეგი – პროექტი ჭიანურდება!

და კიდევ უამრავი სხვა ასეთი მაგალითი! აქედან გამომდინარე, მთავრობამ შემოგვთავაზა “უნიკალური” პროექტი, როდესაც ცოტას მუშაობ და ბევრ შემოსავალს იღებ. იფიქრეს ქართველებს ეს მაინც მოეწონებათო.

მარიხუანას კულტივაციას ვგულისხმობ. მაგრამ ერი დაირაზმა და თითქმის ყურებზე გაიარა, ეს როგორ გაგვიბედეთო!(სხვათა შორის ტილოს ტანსაცმელი, რომელიც ზაფხულში ძალიან პოპულარულია, ისიც კანაფისგან, ანუ მარიხუანასგან იწარმოება. ამიტომ ძირს ტილოს პერანგები!!!) ანუ, ამ იდეამაც არ გაამართლა! ახლა მაინტერესებს ჩვენ რა გვინდა, ჩვენ! რა დ. ჩ. უნდა გააკეთოს ნებისმიერმა ხელისუფალმა ( ნესმიერმა, ხაზს ვუსვამ. ქოცმა, ნაცმა და ა. შ.) რომ, ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ, ყველაფრის წინააღმდეგი ვიყოთ და თან კარგად ვიცხოვროთ? თუ რაიმე იცით ამდაგვარი, მითხარით და დედას გეფიცებით წავალ და ხმას თქვენ მოგცემთ!!!”, – წერს იაშვილი.

Share