Home » საზოგადოება » რა ღირს ადამიანის სხეული
რა ღირს ადამიანის სხეული

რა ღირს ადამიანის სხეული

გასაგებია, რომ ადამიანი შეუფასებელი არსებაა. მაგრამ რა ღირს თქვენი სხეული? მოდი გამოვთვალოთ: მამაკაცის გენეტიკური მასალა 35-დან 135 დოლარამდე მერყეობს, მისი ფიზიკური მონაცემებისა და სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით.

თუ მაღალი, სიმპატიური, ჯანმრთელი და განათლებული ხართ, თქვენ დასავლურ ქვეყნებში კონტრაქტსაც გაგიფორმებენ და გენეტიკური მასალის სისტემატიური მიღებისთვის თვეში 1000-1500 აშშ დოლარს გადაგიხდიან.

ქალის შემთხვევაში ფასი ბევრად მეტია, რადგან კვერცხუჯრედის აღება ინვაზიური და რთული პროცედურაა. 20 წუთიანი პროცედურის შემდეგ ქალბატონები დაახლოებით 10 ათას ამერიკულ დოლარს იღებენ.

სისხლის ერთჯერადი ჩაბარება (300-400 გრამი) ქვეყნების უმეტესობაში 50 აშშ დოლარი ღირს, თუმცა საქართველოში მისი ფასი გაცილებით მცირეა (30-40 ლარი).

რასაკვირველია, ყველაზე ძვირადღირებული არის თქვენი ორგანოები. ჯანმრთელი თირკმლის გადანერგვა აშშ-ში 400 000 აშშ დოლარი ღირს, ხოლო გულის ტრანსპლანტაციის ფასი 1,4 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. რასაკვირველია, ეს სრული ოპერაციის ფასია და არა თავად ორგანოსი.

ქვეყნების უმეტესობაში ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია, თუმცა შავ ბაზარზე ეს მაინც ხდება. მაგალითად, ინდოეთის შავ ბაზარზე თირკმელი 20 ათასი აშშ დოლარი ღირს, ჩინეთში 40 ათასი აშშ დოლარი. ისრაელში კი თირკმლის გაყიდვა 160 ათას აშშ დოლარად არის შესაძლებელი.

საკმაოდ ძვირი ღირს თქვენი თმაც, ბუნებრივი პარიკის ღირებულება 800-3000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, თმის ხარისხისა და სიგრძის გათვალისწინებით.

ძვირადღირებული ორგანოა ღვიძლიც, შავ ბაზარზე მისი ღირებულება 160 ათას აშშ დოლარს აღწევს. დაახლოებით 140 ათასი აშშ დოლარი ღირს შავ ბაზარზე ფილტვები.

სხეულის ისეთი ნაწილები, როგორებიცაა: თვალი, აორტა, რომელიმე ძვალი ან კანის რაღაც ნაწილი, საკმაოდ იაფია და მათი ფასი (თითოეულის) 2 ათას აშშ დოლარს არ აღემატება.

წყარო:agora.ge

Share