Home » საზოგადოება » რა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მოპედის სამართავად მოქალაქეებს
რა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მოპედის სამართავად მოქალაქეებს

რა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მოპედის სამართავად მოქალაქეებს

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია – AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს.

მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

საკანონმდებლო პაკეტში აღნიშნულია, რომ სტუდენტის სტატუსის მქონე პირები გათავისუფლდებიან AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასურისგან. ამასთან, აღნიშნული კატეგორია საერთოდ არ ითვალისწინებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ანუ სტუდენტის სტატუსის მქონე პირები AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან.

ცვლილების თანახმად, პირის სტუდენტის სტატუსის დადასტურება მოხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, რომლის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვის უფლებაც მიენიჭება სააგენტოს.

Share