Home » მსოფლიო » რა ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას
რა ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას

რა ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას

მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის ეკონომიკას წინ წაწევს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მოელის, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მის ქვეყანას საერთაშორისო ყურადღების ქვეშ აყენებს, მისი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. თუმცა ექსპერტები რეალურ გრძელვადიან სარგებელს ვერ ხედავენ.

რუსეთი საფეხბურთო კალენდარზე, 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, უდიდეს ღონისძიებას მასპინძლობს. ჩემპიონატი რამდენიმე ქალაქში ტარდება, ესენია: მოსკოვი, პეტერბურგი, ვოლგოგრადი, ეკატერინბურგი, კალინინგრადი, სარანსკი და სოჭი. რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება. მონაცემების მიხედვით, ამ ღონისძიებისთვის $14 მილიარდი დაიხარჯა. ეს რუსეთის ისტორიაში ყველაზე ძვირი ღონისძიებაა.

სახლში მასპინძლობის პრივილეგიის მიუხედავად, ჩემპიონატში რუსეთის წინ სვლა არაპროგნოზირებადია და სამწუხაროდ არც მისი ეკონომიკა წაიწევს წინ დიდად.

Moody’s Investor Service-ის ინფორმაციით, რუსეთი მხოლოდ მოკლე ხნიან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით. სააგენტომ გასულ თვეს ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებული ხარჯების და შემოსავლების მოხსენების ანალიზი გამოაქვეყნა.

„ეკონომიკური ცვლილება უკვე აისახა ინფრასტრუქტურაში გაწეული ხარჯებით, თუმცა ცვლილება არ ყოფილა დიდი. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ინვესტიციები 2013–17 წლებში ჯამური ინვესტიციების მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენდა“ – აცხადებენ Moody’s -ში.

კრისტინ ლინდოუმ, Moody’s  ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიება მხოლოდ ერთ თვეს გასტანს და ეკონომიკური სტიმული მოკლევადიანი იქნება რუსეთის $1.3 ტრილიონიანი ეკონომიკისთვის.

რუსეთის მედია იუწყება, რომ რუსეთს ჯამში 883 მილიარდი რუბლი ($14.2 მილიარდი) ექნება დახარჯული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ეს ბევრად უფრო მეტია ვიდრე ოფიციალური ფასი: 683 მილიარდი რუბლი ($11 მილიარდი), რომლის ყველაზე ძვირი კომპონენტებია ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა ($6.11 მილიარდი), სტადიონის აშენება ($3.45 მილიარდი) და საცხოვრებელი ფართის გამოყოფა ($680 მილიონი).

ასევე, ოფიციალური ბიუჯეტი 12–ჯერ შეიცვალა მას შემდეგ რაც 2010 წელს არჩევნებში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა რუსეთს ხვდა წილად.

არანაირი Flea Market-ები, ამბობს პუტინი

თერთმეტი ქალაქი, რომლებიც მატჩებს მასპინძლობენ ტრანსპორტირებაში და ინფრასტრუქტურაში გაუმჯობესდნენ, მაგრამ ეს ხარჯების ფონზე მოხდა.

„რუსული რეგიონებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურა დამატებით საგადასხადო შემოსავლების წყაროს შექმნის და შეამცირებს სამომავლოდ ხარჯებს“,  განმარტავს Moody’s-ი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ხარჯებმა უარყოფითად იმოქმედა სახელმწიფო ფინანსებზე პეტერბურგში და სამარა ობლასტში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ინფრასტრუქტურაზე დახარჯულმა ფულმა შედეგი უნდა მოიტანოს და სტადიონები არ აუნდა დაემსგავსონ ძველმანების ბაზარს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თერთმეტი სტადიონის განვითარებაზე ბევრი ფული დავხარჯეთ და აუცილებელია რომ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს. ახლა კი მინდა, რომ ჩემს კოლეგებს მივმართო ამ რეგიონებში და ვთხოვო, მათ რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ქუჩის გაყიდვები სტადიონებზე, როგორც ეს ხდებოდა მოსკოვში 1990 იან წლებში.“ – განაცხადა პუტინმა

ტურიზმია, არა ხულიგნობა

მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები 570,000 უცხოელ და 700,000 ფანს ადგილობრივ მოელიან. ეს ტურისტულ სექტორს, ჰოტელებიდან რესტორნების ჩათვლით, მოკლევადიან ბიძგს მისცემს.

„მოსკოვური აეროპორტები ტურიზმიდან ბევრს მოიგებენ, რადგან განვითარებული ნაგებობები მეტ მგზავრს იტევს“, აცხადებენ Moody’s–მა.

ერთ–ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ჩემპიონატს ესწრება რუსეთში, CNBC–ს განუცხადა რომ მოსკოვი აქტივობების დედაქალაქია.

„ყველა ჰოტელი სავსეა და წინა ღამეს, რესტორანში ვიყავი და ბარები გადავსებულები იყო. ახლა, ალბათ ხვდებით, რამხელა შემოსავალი აქვს ქვეყანას ჩემპიონატის მასპინძლობისას“– განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.

„ჩემპიონატი იმისთვის ტარდება, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს რა არის რუსეთი. მე რუსეთის მიმართ სულ სხვანაირი ხედვა მქონდა, განსაკუთრებით მოსკოვის მიმართ, მაგრამ უდაოდ ეს ერთ–ერთი ყველაზ კარგი ქალაქია, სადაც ოდესმე ვყოფილვარ“, – განაცხადა მან.

რუსეთის ცნობილი ქალაქები, მოსკოვი და პეტერბურგი ფანების მთავარი ადგილებია. პეტერბურგი 400,000 ვიზიტორის მასპინძლობას მოელის. ეს ქალაქები, ასევე მთავარი მონახულების ადგილებია ტურისტებისთვის. ბაზრის კვლევის კომპანია Euromonitor-ი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს შეუძლია რუსეთი ტურიზმის ბაზარზე კიდევ უფრო პოპულარული გახადოს.

“რუსეთში შემომავალი ჩამოსვლების რაოდენობა 2022 წლისთვის 4% -იანი წლიური ზრდით გაიზრდება“ – განაცხადა Euromonitor-ის სპორტის ინდუსტრიის მენეჯერმა, ალან როვანმა. Euromonitor ჩამოსვლებში 1.4 პროცენტ ზრდას მოელის 2018 წლისთვის.

„თუმცა, უარყოფითი ფაქტორები, როგორებიცაა თავშესაფრების ნაკლებობა, უსაფრთხოება, ვიზის რეგულაციები და სხვა, ასევე იმოქმედებს ტურისტების შემოსვლაზე“, – განაცხადა მან.

ასევე, ახლანდელი პოლიტიკური დაძაბულობები რუსეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ხელს შეუშლის ტურისტული ნაკადის შემოდინებას გაერთიანებული სამეფოდან.

დაძაბული ურთიერთობები

რუსეთი კვლავ ოპერირებს ა.შ.შ–ს, ევროკავშირის და რამდენიმე სხვა ქვეყნის  მიერ დაკისრებული სანქციები ქვეშ ყირიმის შემოერთების შემდეგ.

კრემლის მიერ ა.შ.შ–ს 2016 წლის არჩევნებში ჩარევით კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის.

შეიძლება რომ სტადიონს გარეთ რუს და ინგლისელ ფანებს შორის ძალადობამ ჩემპიონატის მთლიანი სახე დაამახინჯოს.

გასაგებია რომ ამჟამი საერთაშორისო ურთიერთობების მიხედვით, პუტინს სურს რომ ჩემპიონატი იყოს აპოლიტიკური. მან FIFA–ს ოთხშაბათს მადლობა გადაუხადა „პოლიტიკის სპორტიდან განმიჯვნისთვის“ – წერს Reuters–ი.

გაიგებენ თუ არა ფეხბურთის ფანები, გინდ რუსი და გინდ სხვა, ამ მესიჯს გაურკვეველია.

ზაზა ხორბალაძე
მომზადებულია cnbc-ის მიხედვით

Share