Home » ფინანსები » რა დააშავეს პატარა ტელევიზიებმა, რომლებიც გადასახადებს იხდიან – ფინანსთა მინისტრი ტელევიზიების საბიუჯეტო დავალიანებაზე
რა დააშავეს პატარა ტელევიზიებმა, რომლებიც გადასახადებს იხდიან - ფინანსთა მინისტრი ტელევიზიების საბიუჯეტო დავალიანებაზე

რა დააშავეს პატარა ტელევიზიებმა, რომლებიც გადასახადებს იხდიან – ფინანსთა მინისტრი ტელევიზიების საბიუჯეტო დავალიანებაზე

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელევიზიების საბიუჯეტო დავალიანებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მაჭავარიანის თქმით, ყველა იმ ტელევიზიამ უნდა გადაიხადოს გადასახადები, რომელსაც დავალიანება აქვს.

„რამდენიმე ტელევიზიას აქვს დავალიანება. ყველაზე მსხვილი დავალიანებები აქვს `იმედს”, „რუსთავი 2″-ს და „მაესტროს”. „რუსთავი 2″-ს აქვს 28 მილიონი, „იმედს” 19 მილიონი და „მაესტროს” 8 მილიონზე მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება.

სამწუხაროდ, ეს მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყნაში არსებობდა –  ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს და შემდეგ ხდებოდა ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს.

დადგა დრო, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდაოდ გასწორდეს. სხვა, გაცილებით პატარა ტელევიზები არ აგროვებენ და იხდიან დავალიანებას. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და არ არის სამართლიანი და უხერხულია. რა დააშავეს ადამიანებმა, რომლებიც იხდიან გადასახადებს.

შესაბამისად, გადასახადების გადახდა ყველამ უნდა დაიწყოს”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Share