Home » ბიზნესი » რა ბიზნესებს ფლობს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი
რა ბიზნესებს ფლობს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი

რა ბიზნესებს ფლობს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამ ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში, რამაც გაამძაფრა ინტერესი გათავისუფლებული ბიზნესმენის მიმართ.

სოციალურ ქსელში ბევრმა მოქალაქემ გამოთქვა ლევან ჯიბღაშვილის ბიზნესის გამჭვირვალეობის გადამოწმების სურვილი (ტენდერები, პირდაპირი შესყიდვები და ა.შ). მისი საქმიანობა მრავალ მიმართულებას და სფეროს მოიცავს.

ჯიბღაშვილის მფლობელობაშია (თანაპარტნიორია) შემდეგი კომპანიები: შპს “სუსი”, შპს “ჩაიხანა გუდაური”,

შპს “ლტმ”, შპს “მენეჯმენტ შიშა”, შპს “J&B ჯგუფი”, შპს “ნევერლენდი”, შპს “ენკი-ბენკი”, შპს “ნევერლენდ ტვ”.

Night.ge

Share