Home » საზოგადოება » რა ანაზღაურება აქვთ „საქართველოს ბანკის“ მმართველ პირებს
რა ანაზღაურება აქვთ „საქართველოს ბანკის“ მმართველ პირებს

რა ანაზღაურება აქვთ „საქართველოს ბანკის“ მმართველ პირებს

სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფმა“, რომელიც სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციებისა და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს ფლობს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტის წევრების ანაზღაურების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის 21 მაისიდან „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წლიური ანაზღაურება (გადასახადების დაქვითვამდე) შემდეგნაირად განისაზღვრება:

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – 210 313 აშშ დოლარი; თავმჯდომარის მოადგილე –97 820 აშშ დოლარი და საბჭოს წევრი – 73,365 აშშ დოლარი.

რაც შეეხება კომიტეტების წევრებს, 21 მაისიდან მათი დამატებითი წლიური ანაზღაურება (გადასახადების დაქვითვამდე) ასეთი იქნება:

აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე – 17,520 აშშ დოლარი;
აუდიტის კომიტეტის წევრი –12 848 აშშ დოლარი;
რისკის კომიტეტის თავმჯდომარე – 17 333 აშშ დოლარი;

ამავე კომიტეტის წევრის კი – 8 760 აშშ დოლარი; 12 848 აშშ დოლარი იქნება ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის ანაზღაურება, ხოლო ამავე კომიტეტის წევრისთვის – 8 760 აშშ დოლარი.

წყარო:bpn.ge

Share