Home » ეკონომიკა » ქვეყნები, საიდანაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც 2019 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა, მოხვდა ნიდერლანდები, საიდანაც ინვესტიციები 17 მილიონ 700 ათასი დოლარით არის შემცირებული. ჩამონათვალშია ასევე აზერბაიჯანი – პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 80%-იანი კლებით და ჩეხეთი, საიდანაც ინვესტიციების მოცულობა  66 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

Share