Home » მსოფლიო » ქვეყნები, სადაც საწვავის ფასი ყველაზე იაფია
ქვეყნები, სადაც საწვავის ფასი ყველაზე იაფია

ქვეყნები, სადაც საწვავის ფასი ყველაზე იაფია

ბოლო სამი თვის საშუალო ფასთან შედარებით ბენზინის ფასმა 4.4%-ით მოიმატა. ეს დიდი ნახტომია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა დონეზე შეიგრძნობა. ბლუმბერგმა შეაფასა 61 ქვეყანა და ქალაქი, რათა დაედგინა სადაა ბენზინი ყველაზე იაფი, ძვირი, ხელმისაწვდომი და ვის აწვება ყველაზე მძიმე ტვირთად ეს მომატებული ფასები.

ბენზინი ყველაზე იაფია:

ვენესუალა – 0.01 $

საუდის არაბეთი – 0.91$

ირანი –  1.15 $

ეგვიპტე –  1.25 $

ქუვეითი – 1.30 $

ბენზინი ყველაზე ძვირია:

დანია – 6.06 $

ისრაელი – 6.10 $

ჰოლანდია – 6.16 $

ნორვეგია – 6.62$

ჰონგ-კონგი 7.24 $

ბენზინი ყველზე ხელმისაწვდომი  (მოსახლეობის საშუალო შემოსავალთან შეფარდებით) ვენესუალაში, ქუვეითში, შვეიცარიაში, ავსტრალიაში და კანადაშია, ხოლო ყველზე ძნელად ხელმისაწვდომი – ეგვიპტეში, ნიგერიაში, ფილიპინებზე, პაკისტანში და ინდოეთში. ინდოეთში  ერთი გალონი ბენზინის ფასი დღიური საშუალო შემოსავლის დაახლოებით 85%-ია. მომატებული ფასები ამ ქვეყნებში რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის შეძენას თითქმის შეუძლებელს გახდის.

რუკაზე ღია ფერი ბენზინის დაბალ ფასს ნიშნავს, მუქი – პირიქით.

წყარო: აგორა

Share