Home » გალერეა » ქვეყნები, სადაც ცოლებს ყიდულობენ, ქირაობენ – გოგონები, შესაძლოა, საქონელშიც გადაცვალონ
ქვეყნები, სადაც ცოლებს ყიდულობენ, ქირაობენ - გოგონები, შესაძლოა, საქონელშიც გადაცვალონ

ქვეყნები, სადაც ცოლებს ყიდულობენ, ქირაობენ – გოგონები, შესაძლოა, საქონელშიც გადაცვალონ

ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნები, სადაც ცოლის ყიდვაა შესაძლებელი, ამისთვის კი სულაც არ არის აუცილებელი, მამაკაცის ქონება რამდენიმე მილიონისგან შედგებოდეს. ბევრ ქვეყანაში ქალის უფლებები სრულიად უგულებელყოფილია და მამაკაცები მათ როგორც ნივთს, ისე ყიდიან, ან – ყიდულობენ.

ინდოეთში მცხოვრებთა 85% მომხრეა ტრადიციის, რომლის თანახმადაც გოგონა ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცს უნდა გაჰყვეს ცოლად. ოჯახი კი არჩევანს იმის მიხედვით აკეთებს, რამდენს გადაიხდის სასიძო მათი ქალიშვილისთვის. თანხის გარდა გოგონები, შესაძლოა, საქონელშიც გადაცვალონ.

იაპონიაში ოჯახის შენახვა არც ისე მარტივი ამბავია და საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ, იაპონელებმა „გამოსავალს“ მიაგნეს და შექმნეს სააგენტოები, სადაც „ცოლის დაქირავება“ შეგიძლიათ. მარტოხელა მამაკაცები ცოლს 1 კვირით ქირაობენ. დადიან ერთად საყიდლებზე, აწყობენ წვეულებებს, ვახშმობენ, ან – სეირნობენ.

ავღანეთში ქალებს ოჯახის შემქნის მიზნით ყიდიან,  მცირე ასაკიდან. შეწინააღმდეგება კი ქალებს არ შეუძლიათ, მათ სრულებით არ აქვთ უფლებები, აქ ურთიერთობა მკაცრ პატრიარქატზეა დამყარებული.

მომზადებულია “პალიტრანიუსის” მიხედვით

Share