Home » ეკონომიკა » „ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა“
„ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა“

„ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა“

დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

გახარიას განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სიღარიბე ყველაზე დიდი გამოწვევაა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიღარიბეზე, საბოლოო ჯამში ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე. დღეს, ჩვენს ქვეყანაში, სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა. ამისთვის, ჩვენი მთავრობის ძირითადი პრინციპები იქნება მაკროეკონიმიკური სტაბილურობის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საწარმოო სიმძლავრეების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ცალკე უნდა გამოვყოთ ადამიანური კაპიტალის განვითარება და ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს ეფექტურმა და ეფექტიანმა ბიუროკრატიამ, რომლის ეფექტური მუშაობაც იქნება ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპი და ძირითადი ამოცანა. სანამ ჩვენ მივაღწევთ სიღარიბის საბოლოო დაძლევას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ფოკუსირებული და მაქსიმალურად ეფექტიანად ახორციელებდეს თავიანთი სოციალური დაცვის ფუნქციებს“, – განაცხადა გახარიამ.

Share