Home » საზოგადოება » ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქარხნები შენდება
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქარხნები შენდება

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქარხნები შენდება

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისა და ქვის ქარხნები შენდება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით საწარმოები სასწავლო დაწესებულების შენობისა და საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად სჭირდებათ.

ქარხნების მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ამ დროისთვის ადგილზე ტექნიკა მუშაობს, თუმცა კომენტარს არავინ აკეთებს. ინფორმაციის მისაღებად ფონდ “ქართუსთან” გადაგვამისამართეს.

“ამ წუთში საქართველოში არ ვიმყოფები. რატომ არის ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი, ინფორმაციას ორშაბათს (15 ოქტომბერს) მოგაწოდებთ”, – ამბობს “ქართუ” ფონდის პროგრამების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი.

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი. თუმცა სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაუნიშნეს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს. ის 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

წყარო:kutaisipost.ge

Share