Home » საზოგადოება » ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „სკაი აფ ეარლაინსმა“ (SKY UP AIRLINES) დაიწყო.

პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, „ბოინგ 737-800“-ით შესრულდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.

Share