Home » ბიზნესი » ქობულეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
ქობულეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ქობულეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქობულეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც 5 850 148 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 30 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო წლიურად სულ მცირე 500 ტონა თევზსა და თევზის ხორცს კერძოდ კი ატლანტის ორაგულის  წარმოებას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დამუშავებული და შეფუთული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, მდ. კინტრიშის მიმდებარედ არსებული 16 433 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „ნ.გ. ჰოლდინგს“ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 342 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 840 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14,000- მდე ახალი სამუშაო ადგილი.

Share