Home » ახალი ამბები » ქობულეთში სტიქიით შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა
ქობულეთში სტიქიით შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა

ქობულეთში სტიქიით შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეწვია და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა.

ახლად აშენებული სოციალური სახლი მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან, ქობულეთის გამგებელთან მირიან ქათამაძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათ ახალი საცხოვრებელი მიულოცა.

,,დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დაბა ოჩხამურში აშენდა ახალი სოციალური სახლი. აღნიშნული ქობულეთის მერიის მხარდაჭერით აშენდა და მადლობა მინდა ვუთხრა მერიის ხელმძღვანელობას. მოხარული ვარ, რომ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. დღეს ჩვენ გვაქვს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი და მოსახლეობასთან შეხვედრები. მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირი კომუნიკაცია იქონიონ მოსახლეობასთან, რათა იცოდნენ რა აწუხებთ მათ და რა პრობლემები აქვთ“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის განსახორციელებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯა. საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო ამორტიზებული იყო, რომლის მდგომარეობაც გასული წლის აპრილის თვეში ქარიშხლის შედეგად დამძიმდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე.

Share