Home » საზოგადოება » ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის, მწვანე ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის, მწვანე ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საზეიმო , კაპსულა უკვე ჩაგდებულია.

ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება იწყება. ახალი ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ნახევარიმილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ინვესტიციას კომპანია „გრინ რეზორთი“ 180 ჰექტარზე განახორციელებს. მშენებლობისას და ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. 

აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით. გრინ რეზორტის მშენებლობისას გამოყენებული იქნება ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ტერიტორია აღჭურვილი ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებით და მზის ენერგიის პანელებით. პროექტს „გრინ რეზორთი “ კომპანია „ელ & ერ“ პარტნიორობით განახორციელებს.

Share