Home » ფინანსები » QNET-ის ტოპ მენეჯერი: კომპანიის ფინანსურ პირამიდასთან შედარება ნონსენსია
QNET-ის ტოპ მენეჯერი: კომპანიის ფინანსურ პირამიდასთან შედარება ნონსენსია

QNET-ის ტოპ მენეჯერი: კომპანიის ფინანსურ პირამიდასთან შედარება ნონსენსია

აგვისტოში თბილისში უჩვეულო გამოფენა გაიმართება. QNET საკუთარი პროდუქციის გამოფენით შეეცდება ყველა სკეპტიკოსი დაარწმუნოს, რომ კომპანიას არანაირი შეხება ფინანსურ პირამიდებთან არა აქვს. ფინანსური პირამიდა ხომ მხოლოდ ფულზეა აგებული და ის, სინამდვილეში, არანაირ პროდუქტს არ ყიდის, მაშინ როცა ლეგალური ბიზნესი, როგორიც ამ შემთხვევაში QNET-ია, მომხმარებელს ექსკლუზიურ და მაღალხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. „ამის გარდა, ფინანსური პირამიდამ, შესაძლოა, მხოლოდ ერთი წელი იმუშაოს, მეტს ვეღარ გაძლებს და იშლება, QNET კი მსოფლიო ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს, საქართველოში ბიზნეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავითარებს“ – განუმარტა ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორმა იურიდიულ საკითხებში ტიმ ჰარნიმ.

QNET ტოპ მენეჯერები საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ იმისათვის რომ მოსახლეობაში სიცხადე შეიტანონ და კომპანიის მუშაობისა და საქმიანობის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

ბატირ კომურზოევი, რომელიც ოპერაციების უფროსია დსთ-ს სივრცეში, თავის მხრივ, შენიშნავს რომ თანამედროვე მარკეტინგი ბიზნესში ჩართვის შანს ყველას აძლევს:

„კლასიკური ბიზნეს მოდელისგან ჩვენ სწორედ ამ შესაძლებლობით განვსხვავდებით. როგორც წესი, რომელიმე ბრენდი კონკრეტულ ქვეყანაში ერთ პირს ირჩევს კონტრაქტორად, ვისი მეშვეობითაც ის საკუთარი პროდუქტის დისტრიბუციას ახდენს. მხოლოდ იმ ერთ პირს აქვს წვდომა მის პროდუქციასთან და მხოლოდ ის ყიდის მას. ჩვენ კი ქსელური მარკეტინგის კომპანია ვართ, პროდუქციას შუამავლების გარეშე ვყიდით, თქვენ ის შეგიძლიათ ონლაინში შეიძინოთ. და თუ თქვენი მეშვეობით ჩვენს პროდუქციას სხვაც შეიძენს, მაშინ QNET-ისგან ბონუსს მიიღებთ. არანაირი პირამიდა ეს არ არის. ეს ღია, გამჭვირვალე და პატიოსანი ბიზნესია“ – განმარტავს ბატირ კომურზოევი.

QNET არის ერთ-ერთი პიონერი კომპანია, რომელმაც დანერგა ონლაინ ვაჭრობის სისტემა პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში.

QNET  მაღალი ხარისხისა და ცხოვრების გასაუმჯობესებელი პროდუქტების პორტფოლიო იქმნება ექსკლუზიურად სხვადასხვა საერთაშორისო მწარმოებლების მიერ. მის ქსელში არსებული პროდუქტი იყოფა 7 სხვადასხვა კატეგორიად ყოველდღიური მოხმარების ნივთებით დაწყებული და უმაღლესი ხარისხის ფუფუნების საგნებით დასრულებული.

საქართველოში QNET ბიზნესში 20 000-მდე ადამიანია ჩაბმული. QNET-ის პროდუქტებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვეიცარიის ინსტიტუტის ონლაინ სწავლების  კურსებია. იგი არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მოქნილ ბიზნესს კურსებს სთავაზობს. კურსის გავლის შემდეგ ყველა სტუდენტი იღებს შვეიცარიის უნივერსიტეტის სერთიფიკატს.

„QNET-ის პროდუქციასთან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტად, ჩვენ გადავწყვიტეთ თბილისში მიმდინარე წლის აგვისტოში ჩავატაროთ პროდუქციის ექსპოზიცია. ყველას, ვინც დაინტერესებულია QNET-ის პროდუქციითა თუ ბიზნეს შესაძლებლობებით, შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს რეალობა და დარწმუნდეს ჩვენს კეთილსინდისიერებაში.’’ – განაცხადა ბატირ კომუზაროვმა.

Share

About Giorgi Kapanadz Jr