Home » საზოგადოება » ქიბარ ხალვაში: პრეზიდენტი უნდა შემხვდეს მეც
ქიბარ ხალვაში: ტელე–დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები

ქიბარ ხალვაში: პრეზიდენტი უნდა შემხვდეს მეც

მივესალმები, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო რუსთავი 2–თან დაკავშირებული დავის საკითხში და მოკლე დროში რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვდა დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს – ძირითადად, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შექმნილებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ძირითადად, ერთკაციან პარტიებს, და პრაქტიკულად დავის მხარეს – ნაციონალურ მოძრაობას.

მე ველოდი, რომ პრეზიდენტი, როგორც მიუკერძოებელი არბიტრი ჩვენს ქვეყანაში, შეხვედრაზე მიმიწვევდა ასევე მეც.

ამ წუთამდე ჩემი მოლოდინი  არ გამართლებულა. მარგველაშვილისგან შეხვედრაზე მიპატიჟება არ მიმიღია.

ამიტომ, იძულებული ვარ, საჯარო მიმართვით მოვითხოვო მასთან შეხვედრა, როგორც საკითხში ჩართულ და საკითხით დაინტერესებულ უმაღლესი თანამდებობის პირთან.

შეხვდრისას მე მას აღვუწერ საკითხის ფაქტობრივ გარემოებებს, როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. მოკრძალებით ვეტყვი, რომ სასამართლოსთვის მისი მოწოდება – „არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, არის ზეწოლის ერთგვარი გამოვლინება, რაც დაუშვებელია.

ასევე ვეტყვი, რომ მისი მოსაზრება, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები“, გამომდინარეობს სწორედსაქმეში ჩართულიმოპასუხე მხარის, – ნაციონალური მოძრაობის და  მისი ლიდერის, ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის პირდაპირი პოლიტიკური ინტერესებიდან და საერთო არაფერი აქვს დავის ფაქტობრივ გარემოებებთან.

მოვუყვები რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს, ასევე მოვუყვები, თუ რატომ და როგორ გადამიწვეს და გამინადგურეს საკუთრებაა, წამართვეს ქონება, დამიპატიმრეს და დევნიდნენ ჩემი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, როგორ მაიძულეს თავის გადასარჩენად სამშობლოდან უცხოეთში გადავხვეწილიყავი.

იმედი მაქვს ასევე, რომ პრეზიდენტი რეალურად არის დაჩაგრულთა და დაზარალებულთა უფლებადამცველი  და არა ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ამოცანების ფაქტობრივი აღმასრულებელი.

მინდა ვიფიქრო, რომ პრეზიდენტს, უბრალოდ დღემდე დრო არ ეყო, რომ ჩვენს მხარეს შეხვედროდა და რომ ამ მიმართვას იგი აუცილებლად გამოეხმაურება.

სხვა შემთხვევას არც ვუშვებ, რადგან სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ პრეზიდენტი მიკერძოებულია და მისთვის ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი უფრო ანგარიშგასაწევია, ვიდრე ჩვენი და ათასობით ჩვენს მდგომარეობაში მყოფის სიმართლე და წართმეული საკუთრების დაბრუნებაზე ჩვენი კანონიერი მოთხოვნები. სწორედ მისი საარჩევნო დაპირებების გამო ავირჩიეთ ბატონი მარგველაშვილი პრეზიდენტად და არა სააკაშვილის ადვოკატობისთვის და მისი ინტერესების დასაცავად.

აქსიომაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს მიკერძოებული  და პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ხვდებოდეს მხოლოდ ერთ მხარეს.

დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი, სააკაშვილისა დაძმებ ყარამანაშვილების მსგავსად, არ უგულებელყოფს ჩემს ლეგიტიმურ მოთხოვნას და შემხვდება მეც, როგორც შეხვდა ჩემთან მოდავე სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვფიქრობ, ამ ბრძოლაშისაქართველოს პრეზიდენტისწორედ  სამართლიანობის მხარეს დადგება.

Share