Home » ბიზნესი » Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეისებს ზრდის
Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეისებს ზრდის

Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეისებს ზრდის

Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.

„საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან, Qatar Airways-ი თბილისიდან დოჰას მიმართულებით, კვირაში დამატებით 4 ავიარეისს შეასრულებს.

გაერთიანების განმარტებით, ამჟამად არსებული რეისები კვირაში 7 სიხშირით, ბაქოს გავლით სრულდება. „დოჰას გავლით შეგიძლიათ გაემგზავროთ შემდეგი მიმართულებით: ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ჩიკაგო, ფილადელფია, ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ვაშინგტონი, ჰიუსტონი, ბუენოს აირესი, სან პაულუ და ა.შ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის სალაროებში, ასევე მოცემულ საიტზე www.qatarairways.com, – აღნიშნულია „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ მიერ Facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

წყარო: bpi

Share