Home » ახალი ამბები » ქართველმა 17-წლამდელებმა ინგლისელ 18-წლამდელებს 102 ქულით მოუგეს
ქართველმა 17-წლამდელებმა ინგლისელ 18-წლამდელებს 102 ქულით მოუგეს

ქართველმა 17-წლამდელებმა ინგლისელ 18-წლამდელებს 102 ქულით მოუგეს

ქართველმა 17-წლამდელებმა ინგლისელ 18-წლამდელებს 102 ქულით მოუგეს

რაგბის ეროვნული აკადემიის 17-წლამდელთა აღმოსავლეთის რჩეულმა გუნდმა, ქართულ ტურნეზე მყოფი ინგლისური “ნეილსი და (&) ბექველის” 18-წლამდელთა კლუბი პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით, 107-5 დაამარცხა.

ქართული გუნდი ეროვნული აკადემიის ისნისა და მუხიანის ფილიალების 2001 წელს დაბადებული მორაგბეებით დაკომპლექტდა, ხოლო სამი ბიჭი 2002-წლიანი იყო, ხოლო ინგლისელთა გუნდში 2000 წელს დაბადებული მორაგბეები ირიცხებოდნენ. ქართველები ფიზიკურად უფრო მომზადებულები აღმოჩნდნე და პირველივე ტაიმში 10 ლელოს გატანა მოახერხეს, საიდანაც 8 ზუსტად გარდასახეს. საბოლოო ჯამში კი 107-5 იმარჯვეს.

‘ნეილსი & ბექველი’ მეორე მატჩს 15 თებერვალს გამართავს. ამჯერად “ლელო-სარასენსის” ჭაბუკთა „ბ“ ლიგის გუნდთან. ინგლისელები საქართველოში კიდევ ერთ თამაშს, 17 თებერვალს ქუთაისში გამართავენ.

setanta.ge

Share