Home » ეკონომიკა » “ქართველი მოგზაურებისთვის ევროკავშირში ინტერნეტი 10-ჯერ გაიაფდება”
"ქართველი მოგზაურებისთვის ევროკავშირში ინტერნეტი 10-ჯერ გაიაფდება"

“ქართველი მოგზაურებისთვის ევროკავშირში ინტერნეტი 10-ჯერ გაიაფდება”

ქართველი მოგზაურებისთვის ევროკავშირში ინტერნეტი გაიაფდება,- შესაბამის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებთან ინდივიდუალურად უკვე აწარმოებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. როგორც კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე bm.ge-სთან აცხადებს, ფასები 10-ჯერ და კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ასეთი ტარიფი უკვე მოქმედებს ლიეტუვასთან და ლატვიასთან და მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ ინტერნეტ როუმინგი დღეს ძვირია არამხოლოდ ქართველი მოგზაურებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც საქართველოში.

„მოქალაქეებმა, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობს, იციან, რომ ძალიან მაღალია როუმინგის ფასები, ისევე როგორც უცხოელი ტურისტებისთვის არის ძვირი საქართველოში ინტერნეტი. ევროკავშირში დიდი ხანია მიღებულია ერთიანი სისტემა და მოქმედებს დაბალი ტარიფი. საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რომ გავწევრიანდეს ამ სისტემაში, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის და აქ ჩამოსული ტურისტისთვის ფასი იყოს მისაღები.

2016 წელს ამ კუთხით დავიწყეთ მუშაობა. ამ მიმართულებით გაფორმებულია ხელშეკრულებები ლიტვასთან და ლატვიასთან და ახალი ტარიფები მოქმედებს. იგივე მოლაოპარაკებები გრძელდება გერმანიასთან, მაკედონიასთან, ხორვატიასთან და ასევე ევროკავშირთან, რომ მალე ჩვენ მიგვიღონ ევროპულ საერთო როუმინგულ სისტემაში, რაც განაპირობებს ინტერნეტის გაიაფებას 10-ჯერ და უფრო მეტად“,- აცახდებს ვახტანგ აბაშიძე.

წყარო:bm.ge

Share