Home » საზოგადოება » ქართველ ფერმერებს, 1 წლის განმავლობაში, 7 ერთეული 3B ტრაქტორი უსასყიდლოდ გადაეცათ
ქართველ ფერმერებს, 1 წლის განმავლობაში, 7 ერთეული 3B ტრაქტორი უსასყიდლოდ გადაეცათ

ქართველ ფერმერებს, 1 წლის განმავლობაში, 7 ერთეული 3B ტრაქტორი უსასყიდლოდ გადაეცათ

კომპანია „აგრო მოტორსი “უკვე მეხუთე წელია აწარმოებს „John Deere “ ის მიერ წარმოებული მექანიზმების იმპორტს საგარანტიო თუ პოსტსაგარანტიო მომსახურეობას, ის წარმოადგენს მსოფლიო ბრენდის სასოფლო სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში „John Deere “ ის ოფიციალური და ექსკლუზიური  დილერს საქართველოში!

კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო ხარისხიანი და თანამედროვე ტექნიკის შეთავაზება ადგილობრივი ბაზრისთვის, აღნიშნულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია,შესაბამისად  კომპანია ყურადღებას ამახვილებს უმაღლეს ხარისხზე,სისტემატიურად ხდება გაყიდვების და  სერვის ჯგუფის დატრენინგება,სიახლეების შეთავაზება, ხელმისაწვდომობა და მომხმარებელზე მორგებულ სერვისი.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „ბანკები და ფინანსებს” ესაუბრა კომპანიის დირექტორს ბ-ნ აკაკი გოგსაძეს!

რატომ ეს მიმართულება და ეს სფერო?

ზოგადად მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა სექტორში და მიმართულებებში, თუმცა პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ გვერდში დავდგომოდი ისეთ ადამიანებს რომლებიც ჩართულები არიან სოფლის მეურნეობაში, ყველა იმ გლეხს თუ ფერმერს რომელსაც ჩვენი პროდუქცია ესაჭიროება. შეგვეწყო ხელი მათთვის საჭირო ინფორმაციების და ტექნოლოგიების მიწოდებით. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყანაში, ამ დარგს დიდი პოტენციალი აქვს და ბევრი პროფესიონალის ჩართულობა ესაჭიროება, რათა მოხდეს სწორი მიმართულებით განვითარება. სტაბილური ფერმერი და სტაბილური სოფლის მეურნეობა ეს არის ჩვენი მიზანი რათა ამის შედეგად მოხდეს  კომპანიის განვითარება.

  –  რას სთავაზობთ განსაკუთრებულს რით განსხვავდებით სხვა კონკურენტი კომპანიებისაგან?

როგორც აღვნიშნე, კონკურენცია საკმაოდ დიდია, სამწუხაროდ ძირითადი მომხმარებლები ორიენტირებული არიან ფასზე, ამ მხრივ  „John Deere “ ითვლება ერთ ერთ ყველაზე ძვირადღირებულად, მაგრამ ჩვენ შევძელით ის რომ ქართული ბაზრისთვის შემოგვეყვანა „John Deere “-ის მცირე ზომის ტრაქტორები და ამისათვის საკმაოდ დიდი გზის გავლა მოგვიწია თავად „John Deere “-ში. ქარხნის მიერ მოხდა 7 ერთეული 3B ტრაქტორის გამოყოფა ტესტირებისთვის,რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცათ ქართველ ფერმერებს 1 წლის განმავლობაში, მიზანი იყო მოგვეცვა ყველა სფერო და რეგიონი სადაც შეიძლებოდა ამ სიმძლავრის ტრაქტორების გამოყენება და მომხდარიყო დაკვირვება თუ გამოვლინდებოდა რაიმე პრობლემა. 1 წლის განმავლობაში ყოველ თვე ხდებოდა მონიტორინგი ადგილზე  და შემდეგ რეპორტინგი ქარხანაში ჩვენი სპეციალისტების მიერ. საბოლოოდ დაახლოებით 2 წლის შემდეგ შევძელით ჩამოგვეყვანა პირველი საექსპორტო კონტეინერი და მთელ მსოფლიოში საქართველო იყო პირველი ქვეყანა სადაც გაიტესტა და გაიყიდა „John Deere “ -ის ეს მოდელი.

ზუსტად ეს არის აგრო მოტორსის  და „John Deere “  ის მიდგომა, რომ ჩვენს მომხმარებლებს  ვთავაზობთ მხოლოდ ისეთ პროდუქციას, რომელიც მათ ნამდვილად გამოადგებათ და მინიმალური დანახარჯები ექნებათ.

რა სიახლეებს სთავაზობთ უახლოეს მომავალში?

ფერმერებთან სისტემატური შეხვედრებით ჩვენ ვიღებთ იმ ინფორმაციას თუ რისი საჭიროებაა მომხმარებლებში, უმრავლესობა ითხოვს დაბალპროცენტიან დაფინანსებას, დღესდღეობით სახელწიფო პროგრამები ფერმერთა დაფინანსების მხრივ ძალიან კარგად მუშაობს და რეალურად შედეგიც ჩანს, ჩვენი მხრიდან  ვმუშაობთ ახალ დაფინანსების წყაროზე „John Deere “ თან ერთად, ამ პროდუქტით შესაძლებელი იქნება „John Deere “- ის მიერ წარმოებული ნებისმიერი ტექნიკის შეძენა კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით.

ამის გარდა შემოდგომისთვის ვაპირებთ, მომხმარებელს შევთავაზოთ ვიწრო ვერსიის ტრაქტორები ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში. გვაქვს გარკვეული აქციები და სისტემატიური აქტივობები, რაშიც ჩვენი მომხმარებლები პირდაპირ არიან ჩართულები.

 

ესაუბრა ელენე ციგრიაშვილი

Share

About bachana jincharadze