Home » ბიზნესი » ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა
ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.

ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე Playtime Paris დაინტერესდა. აღნიშნულ გამოფენაზე ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი.

კომპანიის „რკოს“ ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისსა და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ ლონდონში გაიყიდება მაღაზია golden blossom-ში, იტალიაში კი,  ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში.

Share