Home » ფინანსები » ქართული სტარტაპი influence.ge 1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს

ქართული სტარტაპი influence.ge 1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს

ინოვაციური ქართული სტარტაპი, influence.ge 1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს.

გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც სილიკონ ველი თბილისში ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნდა, ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის გარიგებას მოაწერა ხელი.

აღნიშნული ინვესტიცია საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი თანადაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა.

გლობალური სტარტაპ ფონდის მიზანი ქართული სტარტაპების დაფინანსება და მასშტაბირებაში დახმარებაა. პირველ საინვესტიციო შეხვედრაზე 100 ზე მეტი აპლიკანტიდან 11 ქართულ სტარტაპ გუნდს მიეცა შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდნენ ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებს და თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ.

Share