Home » ბიზნესი » ქართული სიგარა ექსპორტზე ჩინეთში გადის
ქართული სიგარა ექსპორტზე ჩინეთში გადის

ქართული სიგარა ექსპორტზე ჩინეთში გადის

ქართული სიგარა ექსპორტზე ჩინეთში გადის. სიგარა ქედაშია წარმოებული და მას კომპანია “იმერი” აწაროებს.

კომპანია მთლიანობაში 30-ზე მეტი დასახელების სიგარას და მასთან დაკავშირებულ 60-მდე აქსესუარს ამზადებს.

წარმოებული სიგარები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში, იყიდება. მცირე რაოდენობით კი თურქეთის Duty Free-შია წარმოდგენილი.

კომპანიამ წარმოების გაფართოება სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შეძლო.

წარმოების განახლებისთვის საერთო ჯამში 250 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 40 ათასი დოლარი აგროკრედიტის სახით სახელმწიფოსგან გამოიყო.

ქართული სიგარის ფასი 1,3 ლარიდან 32 ლარამდე მერყეობს. შესახვევი თამბაქოს სადისტრიბუციო ღირებულება კი 2,2 ლარია.

პროდუქცია რამდენიმე დასახელების თამბაქოს კუპაჟისგან კეთდება. მასალად კი ძირითადად ადგილობრივი და ინდონეზიური თამბაქო გამოიყენება. ადგილობრივ თამბაქოს კომპანია როგორც აჭარის, ისე სხვა რეგიონების მოსახლეობისგან იბარებს.

კომპანია „იმერი” 2007 წელს დაფუძნდა და 2000 კვ. მეტრზეა განლაგებული. წარმოების ამოქმედებაში 120 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა. კომპანიამ აგროკრედიტის სახით 40 ათასი აშშ დოლარიც მიიღო. საწარმოში 45 ადამიანია დასაქმებული.

 

Bpi.ge

Share