Home » ახალი ამბები » “ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი პრობლემა “ჩანერგილები” და “პორტირებულებია”
"ქართული ოცნების" ხელისუფლების მთავარი პრობლემა "ჩანერგილები" და "პორტირებულებია"

“ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი პრობლემა “ჩანერგილები” და “პორტირებულებია”

უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ხალხში ხელისუფლების მიმართ არის გაღიზიანება და მოსახლეობას უსამართლობის განცდა აქვს. ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას მასის საპროტესტო აქციები გაიხსენა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი პრობლემა “ჩანერგილები” და “პორტირებულებია”:

“ჩანერგილებით და პორტირებულებით ვართ გავსებულები და ეს ადამიანები თავისი ქმედებით მიშვებულები არიან დღეს და ზოგიერთი კიდე მაღალ თანამდებობაზე, მათ სისხლში აქვთ გაყალბება, არაადამიანური საქციელი და ეს იყო მთავარი მისახედი” განაცხადა დავით ჭიჭნაძემ.

 

Share