Home » ბიზნესი » ,,ქართული ჩაი ბუნებრივად ეკოლოგიურად სუფთა და არომატულია, რაც განაპირობებს მის განსხვავებულობას და უნიკალურობას”
,,ქართული ჩაი ბუნებრივად ეკოლოგიურად სუფთა და არომატულია, რაც განაპირობებს მის განსხვავებულობას და უნიკალურობას”

,,ქართული ჩაი ბუნებრივად ეკოლოგიურად სუფთა და არომატულია, რაც განაპირობებს მის განსხვავებულობას და უნიკალურობას”

ოზურგეთში, ამიერკავკასიაში საუკეთესო დანადგარებით აღჭურვილი, ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა

ოზურგეთში თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე  ჩაის დასაფასოებელი საწარმო გაიხსნა. 1300 კვ/მეტრზე განთავსებული “გეოპლანტის” ჩაის დასაფასოებელი საწარმო დაფინანსდა პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში. კომპანია, საწარმოს ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, ჯამურად გეგმავს 570 ტონა დაფასოებული ჩაის წარმოებას.

როგორი იქნება ახალ საწარმო და რა ტიპის დანადგარები დამონტაჟდება, რა უპირატესობა გააჩნია ქართულ ჩაის კონკურენტებთან შედარებით და რა უნდა გაკეთდეს დარგის განვითარებისთვის, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ჩაი ,,გურიელის” მწარმოებელი კომპანია, “გეოპლანტის” დირექტორს მიხეილ ჭკუასელს ვესაუბრეთ.

გურიაში თქვენი კომპანია უკვე ახორციელებს სოლიდურ პროექტს, რა ტიპის საწარმო გაიხსნა პირველ ეტაპზე და ასევე რას გულისხმობს მეორე ეტაპი?

– ერთი პროექტი, ეს არის ,,აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოზურგეთში ჩაის დასაფასოებელი საწარმოს გახსნას. პროექტი დაფინანსებულია ,,აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ, ჩვენი კომპანიისა და “საქართველოს ბანკის” მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს ოზურგეთში ჩაის დასაფასოებელი ახალი საწარმოს აშენებას და ამ საწარმოს დასაფასოებელი თანამედროვე, უახლესი, აპარატურით აღჭურვას, ასევე შესაბამისი ნედლეულისა და დასაფასოებელი საშუალებების შეძენასა და სათანადო პროდუქციის გამოშვებას. პროექტი დაიწყო გასული წლის დეკემბერში და 15 სექტემბერს ქარხანა ოფიციალური გაიხსნა.

საწარმო, საერთო ფართით 1300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, რომელიც მოიცავს როგორც ნედლეულისა და მზა პროდუქციის საწყობებს, ასევე საწარმოო ფართს. კერძოდ, ჩაის კუპაჟირების წარმოებას, არომატიზაციის წარმოებას და რაც ყველაზე მთავარია, დასაფასოებელ წარმოებას. ახალი საწარმო აღჭურვილია იტალიური კომპანია  ,,IMA’’-ს ჩაის ერთჯერადი დაფასოების დანადგარით, ახდენს ჩაის ერთჯერადი ფუთულების წარმოებას. ჩვენს მიერ იქნა შეძენილი უახლესი დანადგარი, რომელიც გამორიცხავს ალუმინის სამაგრის გამოყენებას, ეს იქნება უალუმინო  როგორც უკონვერტო, ასევე კონვერტიანი შეფუთვა. მისი წარმადობა არის თვეში 7–8 ტონა. მეორე დანადგარი ეს არის იაპონური კომპანია  “Fuso Nasa’’- ს მიერ წარმოებული ე.წ. პირა-პაკის შეფუთვის დანადგარი. “Fuso Nasa” პიონერია პირამიდის შეფუთვის წარმოებაში, სწორედ ამ კომპანიის ინიციატივით მოხდა ამ ფუთვის შექმნა ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც “Fuso Nasa” შემოდის ამიერკავკასიის ბაზარზე. აღნიშნული დანადგარი აკეთებს როგორც პირამიდის შეფუთვას, ასევე სხვადასხვა სიგრძის მართკუთხა ფორმის შეფუთვებს. ეს არ იქნება ჩვეულებრივი ფილტრის ქაღალდი, რომელსაც შეფუთვის დროს ვიყენებთ, ეს არის სპეციალური ნეილონი, რომელიც ,,ფუსოს’’ მიერ იქნა შექმნილი და იწარმოება მხოლოდ იაპონიაში, მაროკოსა და ჩინეთში  ეს საშულებას მოგვცემს, რომ არამარტო პირამიდის შეფუთვები გამოვუშვათ, არამედ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი კალათა.

გარდა ამისა, ჩვენს მიერ შეძენილ იქნა ბრიტანული კომპანია ,,Mარდენ Eდწარდს’’ დანადგარი, რომელიც კოლოფის გარედან ცელოფნის შეფუთვას უზრუნველყოფს. ეს გახლავთ ძალიან მაღალი ხარისხის დანადგარი. ასევე,  შევიძინეთ ფრანგული კომპანია ,,მიკროჟიმის’’ დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს შეფუთვაზე შესაბამისი თარიღის დასმას. მომხმარებელს ექნება საშუალება ნახოს რომელ წუთსა თუ წამს, რომელ ცვლაში იქნა გამოშვებული პროდუქცია. ჩვენ კი შევძლებთ სრულად გავაკონტროლოთ პროდუქტის წარმოების სრული ციკლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობის წესების დაცვისთვის და ასევე ვუზრუნველვყოფთ თითოეული გამოშვებული პროდუქტის მიკვლევადობას. თუკი პროდუქციას აღმოაჩნდება რაიმე წუნი, ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ თითოეული კოლოფის იდენტიფიცირება, გავიგებთ რა პროდუქტი იყო, ვინ გამოუშვა და რა შეცდომა დაუშვა, თუკი ასეთი მოხდება.

რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს გულისხმობს, 300 ჰექტრამდე პლანტაციის სრულ რეაბილიტაციას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე და გარდა ამისა, საგრძნობლად ავამაღლოთ ჩაის მწვანე ფოთლის ხარისხი. ბუნებრივია, მწვანე ფოთლის ხარისხის ზრდა უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის ხარისხის ზრდას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოვახდინოთ ბაზარზე იმპორტირებული ჩაის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე მაქსიმალურად  გავზარდოთ ქართული პროდუქციის წილი. საქართველოს გეოგრაფიული კლიმატიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იდეალური, იაპონიისა და ჩინეთის სადარი მწვანე ჩაი. ვგეგმავთ, რომ  მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და ასევე საექსპორტო გადაზიდვები.

პროექტი ასევე ითვალისიწნებს  1930 წელს აშენებული პირველადი გადამუშავების ფაბრიკის რეკონსტრუქციას. მიღწეული გვაქვს შეთანხმება იაპონურ კომპანიასთან, რომლისგანაც ვყიდულობთ იაპონური მწვანე ჩაის “სენჩა”–ს საწარმოებელ სრულ კომპლექსურ ხაზს, რაც მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ საქართველოში იაპონური ტიპის ჩაი “სენჩა”’, რომელიც განსაკუთრებულად მაღალი ხარისხისაა. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი წარმოებისა და  პროდუქტის ხარისხს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ზრდის ჩვენს იმიჯს.

 ეს ორი პროექტი პრაქტიკულად, მოიცავს ჩაის წარმოების ყველა მიმართულების განვითარებას. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს აღნიშნული პროექტის სრულად განხორციელებას 2017 წლის დასაწყისისთვის. თუკი დღეს ,,გეოპლანტის” ახალი საწარმოს სიმძლავრე არის 102 ტონა, მომავალი წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ სიმძლავრე 186 ტონამდე გავზარდოთ. ჯამურად, ზუგდიდის საწარმოსთან ერთად, კომპანია 300 ტონაზე მეტი დაფასოებული ჩაის წარმოებას შეძლებს წელიწადში.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, დასაფასოებელი ჩაის მსგავსი ხარისხის მანქანა-დანადგარების შეძენა არ მომხდარა. ამ დანადგარებით წარმოებული პროდუქტით ჩვენ გვექნება ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე შესვლის პრეტენზია.

რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო კვლავ ჩაის მწარმოებელი ქვეყანა გახდეს და რა უპირატესობა გააჩნია ქართულ ჩაის კონკურენტებთან შედარებით?

– საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვართ ჩაის მწარმოებელი ქვეყანა. გვაქვს ეს კულტურა და შეგვიძლია კიდეც ვაწარმოოთ მაღალხარისხიანი ჩაი. ქართულ ჩაის გააჩნია ძალიან ბევრი უპირატესობა. მთავარი უპირატესობა ეს არის ჩვენი გეოგრაფიულ მდებარეობა და კლიმატური პირობები. ჩვენ ვიმყოფებით ჩაის გავრცელების უკიდურეს ჩრდილოეთში, ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩაის ფოთლის დაზიანება ან ავადმყოფობა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ

ჩვენი ჩაი არის ეკოლოგიურად სუფთა და თვითონ ბუნება გვაძლევს ამ უნიკალურ შესაძლებლობას. ეს უაღრესად დიდი უპირატესობაა, რომელსაც დღეს მსოფლიოში ყველა მომხმარებელი აქცევს ყურადღებას.

უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა წინა თაობამ დაგვიტოვა უდიდესი მონაპოვარი, ანასეულის ჩაის და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სწორედ ამ ინსტიტუტის და მეცნიერების მიერ არის შექმნილი 16 ახალი ყინვაგამძლე  ქართული ჩაის უნიკალური ჯიში. როდესაც გვყოლია სტუმრები ინდოეთიდან, ინდონეზიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათ უნახავთ თოვლით დაფარული ჩაის ბუჩქები გაოგნებულნი არიან ამ ფაქტით. ეს არის ის უპირატესობა, რომელიც ქართულ ჩაის აქვს. ამის გარდა, ქართულ ჩაის გააჩნია კიდევ ერთი უპირატესობა, როდესაც ჩვენ ჩაის ვკრეფთ, ეს არის მაისი–სექტემბრის პერიოდი, ტემპერატურის განსხვავება დღისა და ღამის განმავლობაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით არის ძალიან დიდი, რაც განაპირობებს ფოთოლში ამინომჟავების დაგროვებას და ქართულ ჩაის განსაკუთრებულ არომატს სძენს. ჩაიში დიდი მნიშვნელობა აქვს გემოვნურ თვისებებს, სხეულიანობას და ა.შ. მაგრამ ერთ ერთი ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება არომატულ მხარეს, რაშიც ქართული ჩაი გამორჩეული და განსაკუთრებულია.

კლიმატური პირობების გამო, ჩვენი ჩაის სხეულიანობა არის შედარებით დაბალი ქართული ჩაი არ არის ისეთი სხეულიანი, მაგრამ არის არომატული, რაც განაპირობებს მის განსხვავებულობას და უნიკალურობას.

ჩვენი მწვანე ჩაი არის გამორჩეული და უნიკალური, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უპირატესობა გვქონდეს კონკურენტებთან შედარებით.

ჩაის ნედლეულს “ვაწარმოებთ” ყველგან: კახეთში, სამცხე–ჯავახეთში, სვანეთში, რაჭა–ლეჩხუმში, ზემო იმერეთში და ასე შემდეგ. ყველგან ვაგროვებთ ხილს და მცენარეებს, რომლისგანაც შემდეგ ვაკეთებთ ჩაის. მსოფლიო ბაზარზე, ბოლო მონაცემებით, მწვანე ჩაიზე და ხილის ჩაიზე მოთხოვნა არის დაახლოებით 5–ჯერ უფრო მეტი, ვიდრე გასულ წელს. აქედან გამომდინარე, თავად განსაზღვრეთ, თუ რა პერსპექტივა  გააჩნია ჩაის საქართველოში.

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდეს და რა ფორმიტ უნდა შეეწყოს ხელი ამ სექტორს?

– მაგალითად, პროექტი “აწარმოე საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც მოხდა  ამ პროექტის განხორციელება, არის კიდეც ნათელი მაგალითი იმ ხელშეწყობისა, რასაც მთავრობა ახორციელებს ბიზნესის, მათ შორის ჩვენი სექტორის ხელშეწყობის მიამრთულებით.

ზოგადად კი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანიესია ეროვნულ ბანკთან ერთობლივი თანამშრომლობით, მთავრობამ უზრუნველყოს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მაკროეკონომიკური თვალსაზისით, ბიზნესისათვის არ უნდა შეიქმნას გაურკვეველი გარემო და არასწორი მოლოდინები.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში შემოდის დიდი ოდენობიტ იმპორტირებული ბრენდული ჩაი, რამდენად ახერხებს ,,გურიელი”, რომ კონკურენცია გაუწიოს იმპორტდ, ასევე თუ გაგაქვთ პროდუქცია ექსპორტზე და რა რაოდენობით?

– ,,გურიელი” დაიბადა ისეთ ბრენდებთან კონკურენციის დროს, როგორებიცაა ,,ლიპტონი”, ,,ახმადი” და მათთან კონკურენციის შედეგად განვითარდა.

ჩვენ ვართ პროტექციონიზმის წინააღმდეგ, მათ შორის იმპორტის პროტექციონიზმის წინააღმდეგაც. მხოლოდ კონკურენციის პირობებში არის შესაძლებელი ხარისხიანი, ადგილობრივი პროდუქციის დაბადება. ამის ნათელი მაგალითი არის თავად ,,გურიელი”.

ბოლო 9 თვის განმავლობაში, ჩვენი წილი ბაზარზე დაახლოებით 4%–ით არის გაზრდილი. ჩვენ ეს შევძელით და ამ ზრდას აუცილებლად გავაგრძელებთ.

რაც შეეხება ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ამ მიმართულებით, ვფიქრობ,

სახელმწიფომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თავისი მოთხოვნები, როგორც ადგილობრივი მწარმოებლების, ასევე იმპორტირებული პროდუქციის მიმართ. ჩემი აზრით, ხარისხობრივი მოთხოვნები სასურსათო პროდუქტებთან მიმართებაში, საშუალებას მოგვცემს, ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ ჯანსაღი და მაღალხარისხიანი პროდუქცია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ გაზრდილ, გამკაცრებულ მოთხოვნებს ხარისხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მრეწველობის განვითარების თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ გამოიყენოს ყველა რესურსი, როგორც ბუნებრივი, ასევე ინტელექტუალური, რათა აწარმოოს მაღალხარისხიანი, უვნებელი სურსათი, რომელიც შესაბამისად გაიყიდება მაღალ ფასად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ყველაფერი კი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენ გვქონდა დაზვერვითი გასვლები და უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს გარკვეული სტრატეგია ამ მიმართულებით. ჩვენთვის ყველა ბაზარი საინტერესოა, იაპონიიდან დაწყებული, აშშ–თი დამთავრებული.

გიორგი კაპანაძე

[wpolling id=”6″ width=”” height=””]

Share