Home » საზოგადოება » ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ რუსეთში ფრენებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ რუსეთში ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ რუსეთში ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) რუსეთში ფრენებს იწყებს. ჟუკოვსკის აეროპორტის მიმართულებით ოპერირების დაწყება 26 აპრილიდან იგეგმება.

როგორც პირველ არხს კომპანიის ხელმძღვანელმა იგორ აფციაურმა განუცხადა, ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა რუსეთის საავიაციო ხელისუფლებისგან უკვე მიიღო. ამ ნებართვას კომპანია დაახლოებით ერთი წელი ელოდებოდა.

რეისები კვირაში სამი სიხშირით – სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ივლისიდან იგეგმება ერთი სიხშირის დამატება და ფრენები ოთხშაბათობითაც განხორციელდება.

მაივეი ეარლაინსი“ ამ დრომდე ფრენებს მხოლოდ თელ-ავივის მიმართულებით ასრულებს.

Share