Home » ბიზნესი » ქართულ ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები გამოჩნდა
ქართულ ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები გამოჩნდა

ქართულ ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები გამოჩნდა

ამის თაობაზე ადრე ქართული მედიაც მიუთითებდა, მათ შორის ვებ–გვერდი bfm.ge-ც. თუმცა, ამჯერად თემა გახმაურდა, რადგან ამის თაობაზე ვიდეო მიმართვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა და მის მიერ კონტროლირებადმა მედიამ, მათ შორის ,,რუსთავი2“–მა, ამბავი ფართოდ გააშუქა.

ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს და ამჯერად მმართველი პარტიის სტრატეგია, რომელიც იმას ეფუძნება იმას, რომ ქართული საზოგადოების უმეტესობის თვალში მიხეილ სააკაშვილის ფიგურა დისკრედიტებულია, ამდენად არც ეს ნიუსი იქნება რეზონანსული, არ იმუშავებს.

ოფიციოზმა გავრცელებულ ინფორმაციას ამჯერადაც წაუყრუა.

ფაქტი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილს არაერთგზის განუცხადებია, რომ საქართველოში ის მომგებიან ბიზნესს არ აკეთებს და მხოლოდ აღმშენებლობის პროცესის წასახალისებლად დებს ფულს მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც განხორციელების შემდეგ ჰყიდის, მთლიანად ან ნაწილ–ნაწილ. ამ ინფორმაციიდან კი გამომდინარეობს, რომ ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ,,თანაინვესტირების ფონდი“ ,,ჰაიდელბერგცემენტის” 50%–იან წილს ფლობს და ყველაფერს აკეთებს კონკურენტი მცირე საწარმოების გასანადგურებლად.

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს აწარმოოს ბიზნესი საქართველოში, განსაკუთრებით მადლიერი იქნება ხალხი თუ ის წარმოებების გახსნაში მიიღებს მონაწილეობას და ახალ მყარ სამუშაო ადგილებს შექმნის. მაგრამ ჯერ–ჯერობით ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში ფულის კეთებას არ აპირებს, მას მხოლოდ ქვეყნის დახმარება სურს.

,,ჰაიდელბერგცემენტის“ ფაქტი კი ამ მტკიცების საწინააღმდეგოა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share