Home » ბიზნესი » ქართულ ბაზარზე Coca-Cola Energy გამოჩნდება – „მისი მიღება ბავშვებისთვისაც დასაშვები იქნება“
ქართულ ბაზარზე Coca-Cola Energy გამოჩნდება - „მისი მიღება ბავშვებისთვისაც დასაშვები იქნება“

ქართულ ბაზარზე Coca-Cola Energy გამოჩნდება – „მისი მიღება ბავშვებისთვისაც დასაშვები იქნება“

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ქართული ბაზრისთვის Coca-Cola Energy გამოუშვა. ახალი სასმელი ბაზარზე ხვალიდან გამოვა.

სასმელი 300-მგ-იან თუნუქის ქილებში გაიყიდება.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ Coca-Cola Energy-ის წარმოება აგვისტოში დაიწყო. თავდაპირველად სასმელი აზერბაიჯანის ბაზარზე გავიდა. ხვალიდან კი მისი დაგემოვნება ქართველ მომხმარებელსაც შეეძლება.

„კოკა-კოლას“ ბევრი სასმელი, რაც მსოფლიოში უნდა გამოვიდეს, ჩვენთან ინერგება. მაგალითად, „კოკა-კოლა“ ყავით ჯერ საქართველოში გამოვუშვით, მერე სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს მისი წარმოება. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ უფრო მოქნილები ვართ, ვიდრე დიდი კომპანიები. ჩვენთან ძალიან სწრაფად ინერგება ახალი სასმელები. აგვისტოს 15 რიცხვიდან გამოვუშვებთ კიდევ ერთ ახალ სასმელს – „კოკა-კოლა ენერჯის“, რომელსაც წარმოუდგენელი გემო და შემადგენლობა ექნება. მისი უპირატესობა იმაში მდგომარებს, რომ ზოგადად ენერგეტიკული სასმელი ბავშვებისთვის აკრძალულია, თუმცა, „კოკა-კოლა ენერჯის“ ისეთი შემადგენლობა ექნება, რომ მისი მიღება ყველასთვის დასაშვები იქნება“,-აცხადებდა ორიოდე კვირის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია.

bpn.ge

Share