Home » ფინანსები » “ქართუ”: “შავ სიაში” მყოფი პირების ვალების განულების ვებ-გვერდი მზადაა, ველოდებით სიებს
"ქართუ": “შავ სიაში” მყოფი პირების ვალების განულების ვებ-გვერდი მზადაა, ველოდებით სიებს

“ქართუ”: “შავ სიაში” მყოფი პირების ვალების განულების ვებ-გვერდი მზადაა, ველოდებით სიებს

ამის შესახებ ფონდი “ქართუ”-ს გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა bm.ge-ისთან განაცხადა.

“ვებ-გვერდი ტექნიკურად მზადაა, ველოდებით საკრედიტო დაწესებულებებიდან მოვალეთა სიების მოწოდებას. როგორც კი მივიღებთ სიებს, მაშინვე ავსახავთ ვებ-გვერდზე. პროცესი ორმხრივია და მეორე მხრიდან სიების მოწოდების გარეშე შეუძლებელია მათი მოსახლეობისთვის გაცნობა. როგორც კი დაიდება სიები, მაშინვე გავასაჯაროვებთ ვებ-გვერდს. მოქალაქეთა მიერ საკუთარი სახელის გადამოწმება რა თქმა უნდა საბანკო საიდუმლოების დაცულობის პრინციპით მოხდება”, – განმარტა ჩხეტიანმა.

ფონდი “ქართუ”-ს გამგეობის თავმჯდომარის თქმით,  პროექტზე დაიხარჯება იმდენი, რამდენიც “საჭირო იქნება”. თმცა ამ ეტაპზე  მისი მობილიზებულია  100,000,000 ლარი.

ცნობისთვის, 2018 წლი 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა განცხადება, რომ საბანკო შავ სიაში მყოფ პირებს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ

შეგახსნებთ, 2018 წლის 20 ივნისს მამუკა ბახტაძემ გააკეთა განცხადება, რომ    ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

Share