Home » საზოგადოება » “ქართუ”: მიმდინარეობს ვალების ჩამოწერა და ამ კვირაში მევალეთა სიები გამოქვეყნდება
"ქართუ": მიმდინარეობს ვალების ჩამოწერა და ამ კვირაში მევალეთა სიები გამოქვეყნდება

“ქართუ”: მიმდინარეობს ვალების ჩამოწერა და ამ კვირაში მევალეთა სიები გამოქვეყნდება

“მეტრონომს” ფონდ “ქართუში” განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ვალების ჩამოწერის პროცესი.

“მიმდინარეობს პროცესი და ამ კვირაში გამოქვეყნდება მევალეთა სიები”, – განუცხადეს “მეტრონომს” ფონდ “ქართუში”.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 ადამიანს ვალები ჩამოეწერება და ე.წ. შავი სიიდან ამოვა. საუბარია ადამიანებზე, რომელთა სესხის ძირი ვალი არ აღემატება 2 000 ლარს და 1 წლის განმავლობაში არ შეუტანია თანხა. ამავდროულად, შეიძლება რამოდენიმე სესხი ქონდეს ადამიანს და თუ პირობებს აკმაყოფილებს ისინიც განულდება. პრემიერის განცხადებით, ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება და ხარჯებს მთლიანად ფონდი “ქართუ” დაფარავს. ფინანსთ სმაინისტროში აცხადებდნენ, რომ სიები 3 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო და ვალების დაფარვის პროცესი 15 დეკემბერს დაიწყებოდა და 31 დეკემბერს დასრულდებოდა.

რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებ-გვერდის შექმნა 3 დეკემბრისთვის ვერ მოესწრებოდა და შესაძლოა, სესხების ჩამოწერის პროცესიც გადადებულიყო.

როგორც გუშინ ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, პროცესი არ გადაიდება და სესხები 31 დეკემბრამდე განულდება.

Share