Home » საზოგადოება » პური შესაძლოა, გაძვირდეს
პური შესაძლოა, გაძვირდეს

პური შესაძლოა, გაძვირდეს

საქართველოში პურის ფასი გაძვირდა. ოფიციალური ინფორმაციით, პურზე ფასის ზრდა მსოფლიოში ხორბლის მცირე მოსავალს და მარცვლეულზე საერთაშორისო ფასების ზრდას უკავშირდება.საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი იაფდება, ხოლო საქართველოში ფასი მატულობს.

ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ფასი 15 დოლარამდე გაიზარდა და  1 ტონა 250 დოლარი ღირს. რაც შეეხება ფქვილის ფასს, ის შენარჩუნებულია და კვლავინდებურად 49-50 ლარის ფარგლებშია. გაძვირების მიზეზი ისიც არის, რომ ჩრდილოეთში წელს მოსავლის სიმცირე და ფასების ზრდაა, საქართველოშიც ფასი მაღლა მიიწევს.

ამ საკითხით მთავრობა დაინტერესდა და პურის გაძვირების მიზეზს კონკურენციის სააგენტო პრემიერის უშუალო დავალებით სწავლობს, რამ გამოიწვია ფასის ესეთი ზრდა ხორბალზე და ფქვილზე, რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში ხორბალი, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან სილაგავამ.

~ფასის ზრდა გამოიწვია საშუალო მოსავალმა, საიდანაც ჩვენ ხორბალი მოგვაქვს – რუსეთი, უკრაინა ყაზახეთი. ჩვენთან წელი იანგარიშება 1 ივნისიდან მეორე წლის  1 ივნისამდე.1 ივნისიდან იწყება ხორბლის აღება რეგიონალურ ქვეყნებში: რუსეთში და უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის წლის დასაწყისი ჩვენთვის. შარშანდელი წლის მოსავალი 2017-2018 წლის იყო ძალიან კარგი მსოფლიოში მათ შორის უკრაინაშიც, რუსეთშიც და ყაზახეთშიც. ამან თავისთავად განაპირობა ხორბლის ფასის დაბლა წამოსვლა და მთელი ის წელი იყო კარგი ფასი, ამის შემდეგ დაფიქსირდა რყევები ეს უკვე 2018-2019 მსოფლიო ბაზრებზე, შესაბამისად რუსეთის ბაზარზეც იყო საკმაო რყევები, ამას დაემატა ვალუტის კურსის პრობლემები ლარის დოლართან მიმართებაში, ჩვენ დოლარზე ვყიდულობთ ხორბალს, იმპორტირებული არის 90 % შესაბამისად ამ ყველაფერმა ჯამში მოგვცა ის, რომ ხორბლის ფასი პორტირებული ჩვენთან შემოტანილი გაძვირდა საკმაოდ დიდად, ანუ თუ ავიღებთ 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ფასს, ეს ფასი შეადგენდა 180 დოლარს, დღესდღეობით ფასი არის 250 დოლარი, ეს არის 70 დოლარიანი მატება. შესაბამისად ამან ასახა ლტოლვა უკვე ფქვილზე და დეკემბრის თვეში მოხდა შესაბამისი პურზე ფასის მატება. ფქვილზე აისახა შემდეგნაირად  თუ იყო სექტემბრის თვეში 37 ლარი, ამჟამად ღირს 49-50 ლარი,შესაბამისად აი ეს მიზეზებიც არის რამაც გამოიწვია ფასის ზრდა”, – განმარტა სილაგავამ

სილაგავამ ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ  რითი ხდება ხორბლის ტრანსპორტირება საქართველოში და დაიკლებს თუ არა ხორბლის ფასი ახლო მომავალში.

`დაიკლებს თუ არა ფასი ამაზე პასუხის გაცემა უფრო შესაძლებელი არის მარტის თვეში, ძველი მოსავლის პირობებში საექსპორტო პოტენციალის ნახევარზე მეტი უკვე ამოწურული აქვთ, შესაბამისად ისინი დღეს ცდილობენ , რომ თვითონ ისინი არ დარჩნენ ხორბლის იმ ნიშნულს ქვემოთ, რომელიც საჭიროა სასურსათო უსაფრთხოებისთვის,შესაბამისად მარტის თვე არის თვე, როდესაც გამოქვეყნდება ანალიტიკა, როგორ გადაიტანა დათესილმა ხორბალმა ზამთარი და უკვე მოსალოდნელი ახალი მოსავლის რაოდენობაზე გამოქვეყნდება ანალიტიკა.

შემიძლია აქედანვე ვთქვა, რომ 3-4 თვე იქნება დაძაბული რეჟიმი ფასების მხრივ, წინასწარი მონაცემებით ის რეკორდული მოსავალი, რომელიც იყო წლების განმავლობაში სამწუხაროდ არ განმეორდება ამ წელიწადში.

ბოლო 3 წლის განმავლობაში თვითონ ხორბლის შემოდინება ხდებოდა რკინიგზით და გემით და ფაქტიურად ამით მარაგები იქმნებოდა ქვეყენაში, დაახლოებით 2-3 თვის მარაგი. ეს ფაქტიურად კარგი იყო მარაგების მხრივ, ბოლოს ხდებოდა სამანქანო გზით ლარსის მონაკვეთის გავლით, ეს ერთი მხრივ იყო კარგი, იმიტომ რომ დაღმავალი ბაზარი იყო ფასი მოდიოდა ქვემოთ სამანქანო გზით შემოსულები ამარაგებდნენ წისქვილებს, მათ შორის ბევრი საშუალო და დიდი წისქვილი გადაერთო გემებიდან და რკინიგზიდან სამანქანო გზაზე, თუმცა ამან შექმნა ცოტა ისეთი ილუზია, რომ ეს დაბალი ფასი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ. თუმცა, მოხდა ის, რომ ფასის მატება რომელიც დაფიქსირდა უცაბედად 30 დოლარიანი ნახტომი გააკეთა და სახელმწიფოში მაგ პერიოდში არ იყო მარაგები. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ თუ ადრე ანალოგიური კრიზისების დროს ფაქტიურად საშუალო შეწონილი ფასებით იყო შესაძლებელი ფასის დარეგულირება ახალ მოსავლამდე, ასეთი პრაქტიკა ჩვენ რამდენიმეჯერ გავიარეთ, მათ შორის 2014 წელში იყო ესეთი კრიზისი, მაშინ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა საშუალო შეწონილი ფასი მარაგების ხარჯზე. ეს პურის ფასზე არ გადავიდა, სამწუხაროდ წელს ეს ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ მარაგები იყო მინიმუმზე, შესაბამისად ეს ერთი მხრივ დადებითი ტენდენცია იყო, თუმცა მარაგების მხრივ იყო ეს უარყოფითი ტენდენცია, რამაც ფაქტიურად ასახა გრძელვადიან პერსპექტივაში და ამან გამოიწვია მყისიერი გაძვირება~, – აცხადებს სილაგავა

რას შეეძლო ზეგავლენის მოხდება პურის საცალო ფასზე და რა ფაქტორები გამოყო პაატა ბაირახტარმა.

`თუ წინა წელს გავიხსენებთ დავინახავთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომელსაც ნამდვილად შეეძლო ზეგავლენის მოხდენა პურის საცალო ფასზე. აქედან მე ორ მთავარ ფაქტორს გამოვყოფდი. პირველი ეს გახლავთ, წინა წლის სექტემბერში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის ზრდა, ცხადია ეს პროცესი პურის ფასზე გავლენას ადრე თუ გვიან ჰპოვებდა და ეს, იმთავითვე ძალიან კარგად იცოდა ეკონომიკურმა გუნდმაც, თუმცა ამის აცილებისთვის რაიმე ნაბიჯები არ გადადგმულა და ახლა კომპანიებზე გადაბრალება და ბაზარზე რაღაც დარღვევების ძებნა, სრულიად უადგილოა. ზოგადად, კომპანიების საფასო პოლიტიკაში ჩარევა, ნებისმიერი ფორმით, არ არის კარგი პრაქტიკა, თუ ბაზარზე ადგილი არ აქვს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას. პურის ბაზარი კი ერთ-ერთი საკმაოდ მაღალკონკურენტული ბაზარია.

ასევე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება როგორიც იყო წინა წელს ბირებზე ხორბლის ფასის მკვეთრი ზრდა. აღნიშნული პროცესების გათვალისწინებით ერთადერთი შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, თუ რამდენად იყო ფასის ერთბაშად 15 თეთრით გაზრდის აუცილებლობა, თუმცა ფასები, რომ გაიზრდებოდა ეს იმთავითვე კარგად იცოდა ყველამ, ეკონომიკურმა გუნდმაც და ცხადია კომპანიებმაც~,-მიიჩნევს ბაირახტარი.

შოთა ხაფავა

Share