Home » ფინანსები » ,,პროკრედიტ ბანკმა” საანაბრე სარგებლის კლების შემდეგ, ვადიანი ანაბრის განაკვეთი გაზარდა
,,პროკრედიტ ბანკმა" საანაბრე სარგებლის კლების შემდეგ, ვადიანი ანაბრის განაკვეთი გაზარდა

,,პროკრედიტ ბანკმა” საანაბრე სარგებლის კლების შემდეგ, ვადიანი ანაბრის განაკვეთი გაზარდა

 „პროკრედიტ ბანკს“  დეპოზიტარების ფული დასჭირდა. საანაბრე სარგებლის პერმანენტული კლების შემდეგ, ვადიანი ანაბრის განაკვეთი ერთბაშად გაზარდა. 1-წლიანის 3%-დან, 3.5%$-მდე და  3-წლიანის  3.75%-დან 4.25%-მდე.

ცვლილება ევროს ანაბარზე არ არის.  1-წლიანი 1%-იანი სარგებლით, 3-წლიანი 1.5% სარგებლით თავსდება.  არც  ლარის დეპოზიტზე, რომლის წლიური სარგებელი კვლავ 7% და 7.5%-ია.

“პროკრედიტ ბანკი” სადეპოზიტო ბაზარზე  ₾540 მლნ-ის პორტფელით 2.7%-იანი წილით არის წარმოდგენილი.  ანაბრების 75% სავალუტოა.

„მომხმარებლისთვის ფულის დასაზოგად მნიშვნელოვანია მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მისი თანხის დაცულობა და სტაბილურობის განცდა. პროკრედიტ ბანკი, როგორც ევროპული ინსტიტუტი, ამ გარანტიებს პასუხისმგებლობით იძლევა“, –  განაცხადა  ნათია თხილაიშვილმა ( “პროკრედიტ ბანკის” დირექტორი)

 1-წლიანი  (%) 3-წლიანი  (%)
₾არი 7.0      7.5
აშშ დოლარი  ($) 3.5       4.25
ევრო (€) 1.0       1.5

Share