Home » საზოგადოება » პროექტები, რომლებიც დაფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 13 მილიარდიდან საქართველოში
პროექტები, რომლებიც დაფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 13 მილიარდიდან საქართველოში

პროექტები, რომლებიც დაფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 13 მილიარდიდან საქართველოში

რომელი პროექტები დაფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 13 მილიარდიდან საქართველოში

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა წარადგინა ახალი პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში საინვესტიციო პროექტებს 13 მილიარდი ევროთი დააფინანსებს.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა.

საინვესტიციო თანხა უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბელორუსზე, საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე განაწილდება.

საქართველოს ქვეთავში დასახელებული პროექტების ჩამონათვალი ასეთია:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა – 233 მილიონი ევრო, პარტნიორობის ტიპი PPP;

სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე – 100 მილიონი ევრო;

ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა – 1 მილიარდი ევრო;

გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა – 25 მილიონი ევრო;

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა – 101 მილიონი ევრო;

ბათუმის შემოვლითი გზა – 115 მილიონი ევრო;

ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი – 61 მილიონი ევრო;

რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი – 115 მილიონი ევრო;

ალგეთი-სადახლოს პროექტი – 90 მილიონი ევრო;

სადახლოს მეგობრობის ხიდი – 6 მილიონი ევრო.

Share