Home » საზოგადოება » პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია იქნება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია იქნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია, ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსი იქნება.

“არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად…

წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმიდესობას, მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და დავეხმარო ახლადარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – განუცხადა ლაშა ჟვანიამ  “იმედს”.

Share