Home » ახალი ამბები » პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის
პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, რომ ნარკოტიკი კატასტროფაა და მას მყისიერად მიაქვს მოქალაქეების სიცოცხლე ან გარკვეული დინამიკით სოციუმს აშორებს და ღუპავს მოქალაქეების დიდ ნაწილს, ამას აღიარება სჭირდება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე –  კამპანია, რომელიც უნდა წარმოებდეს ნარკოტიკის წინააღმდეგ.

„კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში, არამედ კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, მხატვრებმა და იმ სოციუმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ლაპარაკობენ თანამედროვე ენაზე. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

► გიორგი გახარია კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის მიზეზს ასახელებს

მისი თქმით, ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის.

„ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ იმ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას უნდა აწარმოებდნენ „ელექტრონშიკები“, „ქლაბერები“, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს და ეს უნდა იყოს „ანტიდრაგ“ კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ლიბერალური უნდა იყოს, არ უნდა მოხდეს  მოქალაქეების დესოციალიზაცია.

ამასთან, მისი თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით.

„ჩვენ ვნახეთ, რომ რვა ადამიანი არის დაკავებული ნარკორეალიზაციის ბრალდებით. თუ ეს ბრალდება დამტკიცდება, ისინი არიან ასე ვთქვათ ქუჩის დილერები, გამყიდველები, ამ შემთხვევაშიც და ყველა შემთხვევაში, ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზეშემომტანზე და ზევით. ეს უნდა იყოს გამოძიების მიმართულება და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ რეალურად ნარკოდანაშაულზე გვექნება სერიოზული პასუხი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Share