Home » საზოგადოება » პრემიერმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაფრთხილება მისცა
პრემიერმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაფრთხილება მისცა

პრემიერმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაფრთხილება მისცა

„კაბალურ“ გარიგებაზე საუბრის ნაცვლად, უმჯობესია პორტის მშენებლობა დაიწყოს“, ამის შესახებ  პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაფრთხილება მისცა.

„მე გავაკეთე რამდენჯერმე კომენტარი ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ მინდა, რომ გავიმეორო. ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავთ მცდელობას დაუკავშირონ ის საქმე, რომელიც არის გამოძიებაში, კონკრეტული პიროვნებების მონაწილეობაზე, ანაკლიის პორტთან. ამას არანაირი კავშირი არ აქვს. პორტის იდეის განხორციელება დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს მოხდა ჩვენი გუნდის ინიციატივით. და ის გახლავთ ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილი.

მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის რაც წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვი, რომ ჩვენ გვწავს, მსგვასი პროექტების განხორციელებისთვის უკეთესი მოდელია კერძო-საჯარო პარტნიორობა, ანუ მისი რეალიზაცია კერძო სექტორის მეშვეობით და რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრადაჭერით. ამასთანავე, მინდა დავძინო, რომ ჩვენ არ გვსურს, რომ ეს საკითხი უსაშველოდ გაიწელოს. მოხდა რამდენიმეჯერ ამის გადავადება.

ჩვენი ამოცანა, ისევე, როგორც კონსორციუმის მონაწილეების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს მშენებლობის პროცესი და ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და არა იმაზე, რომ იქ ვიღაცამ თავის დროზე კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, რომ პროექტის მშენებლობა დაიწყოს რაც შეიძლება დროულად. მოხდეს იმ რესურსებზე ხელმოწერა, რომელზეც პასუხისმგებლობა იქნა აღებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Share