Home » ეკონომიკა » პრემიერი ჟორჟოლიანის ინიციატივაზე: ჩვენი ხედვა გადასახადების შემცირებაა
პრემიერი ჟორჟოლიანის ინიციატივაზე: ჩვენი ხედვა გადასახადების შემცირებაა

პრემიერი ჟორჟოლიანის ინიციატივაზე: ჩვენი ხედვა გადასახადების შემცირებაა

როგორც მოგეხსენებათ, დღეს უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ახალი ინიციატივით გამოვიდა. ის მთავრობას დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებისათვის, პროგრესულ საგადასახადო სისტემაზე გადასვლას ურჩევს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აღნიშნულ ინიციატივაზე გააკეთა კომენტარი.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში. ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას, იმისთვის რომ განვითარდეს ეკონომიკა“, – ასე პასუხობს პრემიერი მამუკა ბახტაძე კითხვას, ეთანხმება თუ არა ის უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივას.

შეგახსენებთ, დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივით, 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიარდ ლარს მოუტანს.

Share