Home » მსოფლიო » პორტუგალიურმა კლუბებმა 2000 წლიდან დაახლოებით 2 მლრდ. გამოიმუშავეს
პორტუგალიურმა კლუბებმა 2000 წლიდან დაახლოებით 2 მლრდ. გამოიმუშავეს

პორტუგალიურმა კლუბებმა 2000 წლიდან დაახლოებით 2 მლრდ. გამოიმუშავეს

ბოლო რამდენიმე წელიწადში პორტუგალიურმა კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე არნახული მოგება ნახეს.

2000 წლიდან მოყოლებული “პორტუმ”, “ბენფიკამ” და იგივე “სპორტინგმა” ისეთი მოთამაშეები აღზარდეს, რომლებიც ამ დროისთვის ევროპის წამყვან კლუბებში ლიდერებად ასპარეზობენ.

პორტუგალიის ჩემპიონატის დონე არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ჩემპიონატს ბევრი ვარსკვლავი ტოვებს, ერთი ამდენი ვარსკვლავი კვლავ ჩნდება. სწორედ ამაშია პორტუგალიელთა წარმატების საიდუმლო. “ბენფიკას” და “პორტუს” აქვთ იმის რესურსი, რომ წამყვანი მოთამაშეების გაყიდვის შემდეგ მათი ალტერნატივა სწრაფადვე გამოზარდონ და 1–2 წელში ისინიც სათანადო თანხად გაუშვან.

2000 წლიდან პორტუგალიის ჩემპიონატის კლუბებმა 1836,9 მილიონი გამოიმუშავეს. აქედან 847,71 მილიონი “პორტუზე” მოდის, 572,2 “ბენფიკაზე”, ხოლო დანარჩენი სხვა გუნდებზე.

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები:

ჰალკი – 60 მლნ
ხამეს როდრიგესი – 45 მლნ
ვიტსელი – 40 მლნ
ფალკაო – 40 მლნ
ჯექსონ მარტინესი – 37,1 მლნ
რენატო სანჩესი – 35 მლნ
დანილო – 31, 5 მლნ

წყარო: Goal.ge

Share