Home » საზოგადოება » „პოპულისტი“ პრემიერი და ოპოზიცია – ინტერპელაციის გაკვეთილები
„პოპულისტი“ პრემიერი და ოპოზიცია - ინტერპელაციის გაკვეთილები

„პოპულისტი“ პრემიერი და ოპოზიცია – ინტერპელაციის გაკვეთილები

„პოპულისტი“ პრემიერი და ოპოზიცია – ინტერპელაციის გაკვეთილები“, – ამ სათაურით ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პოპულისტი“ პრემიერი და ოპოზიცია – ინტერპელაციის გაკვეთილები

საქართველოში ჩამოყალიბდა თავისებური სტიგმა-ნაციონალური მოძრაობა, ზოგადად ოპოზიცია და მასთან გაიგიავებული ექსპერტები ეწინააღმდეგებიან ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულია და შეთანხმებულია პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იქნება ეს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევა, ლარიზაციის სტრატეგია, ახალი საბანკო და სამშენებლო რეგულაციები და ა.შ. ამასთან, ჩვენი ოპოსპექტრისაგან განსხვავებით, მიმდინარე რეფორმები წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების(ფითჩი, სტანდარდ ენდ ფუურს) მიერ, ასევე ცალსახად პოზიტიურად არის შეფასებული, რაც მათ მიერ ქვეყნისათვის მინიჭერბული რეიტინგების გაუმჯობესებაში აისახა კიდეც!

ეს არც თუ სასურველი რეალობა მთავრობის ამ ბოლო ე.წ. ინტერპელაციის საპარლამენტო მოსმენების დროსაც თვალნათლივ გამოჩნდა. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ხშირად პოლემიკა არა რეფორმების ირგვლივ, მის გრძელვადიან ეკონომიკურ და საინვესტიციო ეფექტზე კეთდება, არამედ აქცენტები ცალკეულ დეტალებზე უფრო გადადის, ხშირად თავისებური ინტერპრეტაციებით და რაც თვალშისაცემია სწორედ მემარცხენე ფლანგზე გადატანილი პოპულიზმის უხვი ნაზავით ხდება საკითხის წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.

ახლა მსურს ერთ-ერთ მთავარ საკითხს-ახალ საბანკო რეგულაციებს შევეხო, რომლებზეც ვფიქრობ პრემიერმა და მთავრობის წევრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან რატომაც „პოპულისტურად“ შეფასდა.

ახალი საბანკო რეგულაციებით სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი საქართველოს შემთხვევაში შემოსავლის მიხედვით 60%-მდეა დადგენილი,რაც შედარებით რბილი მიდგომაა, ვიდრე ევროპის ქვეყნებშია. ჩვენზე უფრო განვითარებულ და შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კი ეს კოეფიციენტი გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, ის ჩეხეთში 45%-ს, ხოლო ესტონეთსა და ლიეტუვაში 50%-ს შეადგენს. დაახლოებით ჩვენი დონის მაჩვენებელი არის უნგრეთში. უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2014 წელს დაკრედიტების ახალი რეგულაციები შემოიღო, ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი საბანკო რეგულაციები მიიღო 2018 წლის 1 ოქტომბერს, სადაც სესხის მომსხურების კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 45 %-ია. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესოა, რომ რეკომენდაციები ჩეხეთის ცენტრალური ბანკისათვის მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის რისკის მართვის ასოციაციის (RMA) მიერ იყო რეკომენდირებული! აღნიშნული კოეფიციენტი აჩვენებს რამდენად ფარავს თქვენი შემოსავალი ვალებზე გადასახდელ თანხებს ანუ რეალურად რა ფული გრჩებთ ვალების გადახდის შემდეგ. ამ კოეფიციენტის მაღალი დონე, როგორც წესი 50 % და მეტი, ითვლება არასასურველად და მაღალი რისკის მაჩვენებლად, რაც აჩვენებს რომ თქვენი ვალი არის ნაწილობრივ მართვად დონეზე ანუ ადამიანს კრედიტის მომსახურების შემდეგ რჩება ლიმიტირებული თანხები სახარჯავად და რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ვალების მომსახურებაზე, მაგალითად შემოსავლების შემცირების ან გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოშობისას.

საბანკო რეგულაციების შემოღებამდე, ბოლო წლებში სახეზე იყო საკრედიტო ექსპანსიის კლასიკური მაგალითი, ბანკების საკრედიტო პორთფელი წლიურად საშუალოდ 23 %-ით იზრდებოდა, რაც 5.5 ჯერ აღემატებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, ხოლო თავის მხრივ სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა 2.5 ჯერ აღემატებოდა ბიზნეს დაკრედიტების ზრდის ტემპებს და ზემოქმედებდა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად. საკრედიტო ექსპანსიის შედეგი, 2008 წელს უნგრეთის ეკონომიკის 7% -იან რეცესიაში აისახა, ხოლო საქართველოში 600 ათასი ადამიანის ვალაუვალობაში, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ სამომხმარებლო სესხებზე მოდიოდა.! რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, დაიმსხვრა კიდევ ერთი მითი, რომ რეგულაციები გამოიწვევდა ხარჯების ზრდას, რაც სესხებსაც გააძვირებდა! ბანკები უკვე სთავაზობენ მომხმარებელს იპოთეკურ სესხებს ლარში წლიურ 6.99 % ში, რაც გასულ წლებში დოლარშიც კი საოცნებო იყო; ესეც არის შედეგი ლარიზაციის სტრატეგიის და პირველ რიგში საკრედიტო რისკის შემცირების, და არა მხოლოდ იმის, რომ რეგულაციებმა ჭარბი რესურსი გააჩინა! სესხების დოლარიზაცია 65 % და 56 %-მდეა სულაც შემცირებული!

აქედან გამომდინარე ოპონენტების თვალსაზრისი, რომ ეს რეგულაციები ზღუდავს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას და ხელოვნურად ამცირებს მოთხოვნას, პრინციპულად არის არასწორი და თუ გნებავთ სწორედ პოპულისტური. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები კონტრციკლური რეგულირების ბერკეტებს სწორედ ეკონომიკის „გადახურებისაგან“ პრევენციის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით იყენებენ. საკრედიტო ექსპანსიის შეზღუდვაც ატარებს წმინდა კონტრციკლურ დატვირთვას! პრობლემაც ის არის, რომ როდესაც შემოსავლების დიდი ნაწილი სესხის მომსახურებაში მიდის, საბოლოო ჯამში იგი ამცირებს მოხმარებასაც და დანაზოგებსაც, რაც შემდგომში ისევ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება ნეგატიურად და არა პირიქით!!!”, – წერს ცუცქირიძე.

Share