Home » მსოფლიო » პოლონეთში საპენსიო ასაკის ზღვარი 7 წლით შეამცირეს
პოლონეთში საპენსიო ასაკის ზღვარი 7 წლით დაწიეს

პოლონეთში საპენსიო ასაკის ზღვარი 7 წლით შეამცირეს

პოლონეთში, პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკის ზღვარი 7 წლით დაწიეს.

უფრო კონკრეტულად კი, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკად ნაცვლად 67-სა განისაზღვრა 65, ხოლო ქალბატონებისთვისთვის 67 წლიდან ამ ზღვარმა 60 წლამდე დაიწია.

“პოლონეთის მთავრობა პოლონელებს აძლევს არჩევანის უფლებას. თუ ვინმეს სურს იმუშაოს უფრო მეტი, მას შეუძლია ამის გაკეთება. საპენსიო ასაკის დაწევა 60 წლამდე ქალებისათვის, და 65 კაცებისათვის ჩვენი ქვეყნის ღირსეული არჩევანია “, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარემ ბეატა შიდლომ პრესკონფერენციაზე.

შიდლოს განცხადებით, ამ კანონის მიღებით პარტიამ “სიმართლე და სამათლიანობა”, თავისი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა, რომელიც მან 2015 წელს გასცა.

inforesist.org

სანდრო პირველი

Share