Home » მსოფლიო » პოლონეთი არმიის მოდერნიზაციაზე 42,4 მილიარდ ევროს დახარჯავს
პოლონეთი არმიის მოდერნიზაციაზე 42,4 მილიარდ ევროს დახარჯავს

პოლონეთი არმიის მოდერნიზაციაზე 42,4 მილიარდ ევროს დახარჯავს

პოლონეთი არმიის მოდერნიზაციაზე 42,4 მილიარდ ევროს დახარჯავს. როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ქვეყნის ავიაციას 32 ამერიკული გამანადგურებელი „ეფ-35“ დაემატება. მისივე თქმით, პოლონეთის ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობაზე რეკორდულ თანხას დახარჯავს.

პოლონეთის თავდაცვის უწყებამ უკვე მოაწერა ხელი ხუთ კონტრაქტს, რომელთა საფუძველზეც არმია მიიღებს სამეთაურო მანქანებს, ღამის ხედვის უახლეს ხელსაწყოებსა და თერმულ სამიზნეებს.

ვარშავამ ასევე მიმართა თხოვნით ვაშინგტონს, გასცეს ნებართვა, რომ პოლონეთმა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინისა“ და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ „ჰერკულესის“ ყიდვა შეძლოს.

1tv.ge

Share