Home » მსოფლიო » პოლონეთი ახალგაზრდა დასაქმებულებს საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს
პოლონეთი ახალგაზრდა დასაქმებულებს საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს

პოლონეთი ახალგაზრდა დასაქმებულებს საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს

პოლონელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ 26 წლამდე დასაქმებულთათვის საშემოსავლო გადასახადი გააუქმონ. ამის შესახებ France 24 წერს.

მათივე ინფორმაციით, ამის მიზეზი ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდების გადინება და უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურების ძებნის ტენდენცია გახდა.

„პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მმართველი კონსერვატორების უმრავლესობის მხარდაჭერის შედეგად, კანონპროექტი ხუთშაბათს დაამტკიცა“, – წერს გამოცემა.

France 24-ს განმარტებით, საშემოსავლო გადასახადი მოეხსნებათ 26 წლამდე ასაკის იმ პირებს, ვისი შემოსავლებიც 85 500 ზლოტს არ აღემატება (20 000 ევრო ან 22 000 აშშ დოლარი). მათი პროცენტული მაჩვენებელი კი 18%-ს შეადგენს.

85 000 ზლოტი იმაზე მეტია, ვიდრე ზოგადად პოლონეთის მოქალაქეების საშუალო შემოსავალი, ანუ 60 000 ზლოტი.

პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტის დასტურია საჭირო, რომლის მიმართაც პოლონეთში დიდი მოლოდინი აქვთ.

კანონმდებლების მხადამჭერთა ინფორმაციით, კანონით, რომელიც, სავარაუდოდ, 1-ელ აგვისტოს შევა ძალაში, დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი მიიღებს სარგებელს.

France 24-ის ინფორმაციით, პოლონეთიდან შრომისუნარიანი მოქალაქეების მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, რათა უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურები იპოვონ. ეს პრობლემა კი სამომავლოდ, პოლონეთის დემოგრაფიულ პრობლემებს წარმოშობს. ამ ეტაპზე ადგილობრივ კომპანიებს კვალიფიციური კადრების პოვნა უჭირთ, რათა 1989 წლის ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება განიცადონ.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა

BPN.GE

Share