Home » ახალი ამბები » პოლიციამ ნიკოლ ფაშინიანი გაათავისუფლა
პოლიციამ ნიკოლ ფაშინიანი გაათავისუფლა

პოლიციამ ნიკოლ ფაშინიანი გაათავისუფლა

პოლიციამ ნიკოლ ფაშინიანი გაათავისუფლა

სომხეთის პოლიციამ გუშინ ოპოზიციის მიტინგზე დაკავებული დეპუტატი, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი გაათავისუფლა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანი სომხეთის ვიცე-პრემიერის კარენ კარაპეტიანის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს.

„ჩვენი ქმედებების ლოგიკა არ შეცვლილა. საღამოს რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი გაიმართება. მანამდე მე მიმდინარე სიტუაციას უნდა გავეცნო. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კითხვაზე, თუ რაზე მოილაპარაკა მან კარაპეტიანთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ დეტალურად ამის შესახებ მიტინგზე ისაუბრებს.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

წყარო:IPN.GE

Share