Home » ბიზნესი » პიტერ თირინგი – უჩვეულოა, რომ საქართველოში ბანკები სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ
პიტერ თირინგი – უჩვეულოა, რომ საქართველოში ბანკები სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ

პიტერ თირინგი – უჩვეულოა, რომ საქართველოში ბანკები სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ

“უჩვეულოა, რომ საქართველოში ბანკები სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ“ – აცხადებს პიტერ თირინგი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პიტერ თირინგმა, რომელიც ამავდროულად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა,  დაზღვევის საერთაშორისო კონფერეცნიაზე საქართველოს სადაზღვევო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების და ბანკების პარტნიორობა  ორივე მხარისთვის მომგებიანია, თუმცა როცა ბანკი ფლობს სადაზღვევო კომპანიას, ამან სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება შეიძლება შეაფერხოს.

„ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის რისკების მართვის მოდელი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. დაზღვევის ძირითადი საქმიანობა რისკებთან გამკლავება, რისკების მენეჯმენტია – ბანკისთვის კი მთავარი ამოცანა რისკის თავიდან აცილებაა. მეორე ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ამ ორ სექტორს შორის ის არის, რომ ბანკისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოკლევადიანი მოგება, ხოლო სადაზღვევო ინდუსტრის სტრატეგია კი გრძელვადიან ინვესტიციებს ეფუძნება, რაც მათ გრძელვადიან პესპექტივაში ვალდებულებების შესრულების საშუალებას მისცემს. ეს აქტუალური გახდება სავალდებულო პასუხისმგებლობის კანონის ამოქმედებისას, რადგან ამ ბაზარზე მოკლე ვადაში მოგებას სადაზღვევო კომპანია ვერ მიიღებს. რამდენიმე წლის განმავლობაში მთავარია კაპიტალის დარეზერვება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლონ ვალდებულების შესრულება, რაც ბანკისთვის უჩვეულო შეიძლება იყოს. “- აცხადებს თირინგი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იყო.

ღონისძიებაზე, ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების პირველმა პირებმა,  საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე,   ბაზრის ზრდაზე,  ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

Share