Home » ბიზნესი » პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში
პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში

პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში

ცოტა ხნის წინ ქართულ საბანკო სივრცეში ახალი სახელი გამოჩნდა.

სრულიად ციფრულმა ნეობანკმა – სფეისმა თავიდანვე დააინტერესა მომხმარებელი და მას ტრადიციული მომსახურების ციფრული ალტერნატივები შესთავაზა.

„სფეისის გუნდში ვცდილობთ, შევქმნათ ყოველდღიური ბანკინგის სრულიად ახლებური სერვისი, მომავლის ციფრული ბანკი, რომლის განვითარების მთავარი მონაწილე თავად მომხმარებელია”, – ამბობენ სფეისში.

რას აკეთებ, როცა ფული გჭირდება?

ამ დროს ტრადიციულად მიდიხარ ბანკში, დგები რიგში, ესაუბრები კრედიტ ოფიცერს, გიწევს ლოდინი და ზოგჯერ ჯარიმდები კიდევაც. მაშინაც კი, თუ წინასწარ დაფარავ სესხს.

არავის გვიკვირს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვაქვს სხვადასხვა ფინანსური უსიამოვნება, მოულოდნელი ხარჯები და ა.შ. ამ დროს კი მარტივი და სწრაფი გამოსავალია ონლაინ სესხი.

რატომ უნდა აიღო სესხი სფეისში ?

  • სფეისში ონლაინ სესხი შეგიძლია 2 წუთში აიღო.
  • არ აქვს მნიშნელობა, სად ხარ და რომელი საათია -კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, მობილურით აკეთებ განაცხადს და მომენტალურად იღებ პასუხს.
  • წინასწარ დაფარვის შემთხვევაში არ ჯარიმდები.
  • აღებული სწრაფი სესხის დასმა ნებისმიერი ბანკის ბარათზე შეგიძლია, თვალის დახამხამებაში.
  • სესხის წლიური ეფექტური პროცენტი 15%-დან იწყება და ინდივიდუალურად დგინდება საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და სხვა ვალდებულებების მოცულობის გათვალისწინებით.
  • ორჯერ გადახდის შემდეგ, ერთი გადახდის გამოტოვება შეგიძლია

როგორ უნდა აიღო სესხი სფეისში?

ეს პროცესი იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე შენ ეს წარმოგიდგენია. უბრალოდ სცადე და გადმოწერე აპლიკაცია. დააჭერ მთავარ გვერდზე პლუსს, მიუთითებ რა ოდენობის სესხი გინდა და პასუხს მომენტალურად, თვალის დახამხამებაში მიიღებ.

თუ პირობები დაგაკმაყოფილებს, დააჭერ “შემდეგს” და მიჰყვები მარტივ ინსტრუქციას. სესხი აღებისთანავე დაგიჯდება იმ ბარათზე, რომელსაც მიუთითებ.

რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკი სფეისი მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.

სფეისით შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:

  • დისტანციურად ანგარიშის გახსნა;
  • ბარათის შეკვეთა უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით;
  • ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა;
  • ბარათებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7;
  • კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება და სხვა ტიპის გადახდები;
  • მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით თანხის გადარიცხვა;
  • სესხის აღება ორ წუთში

Share