Home » ბიზნესი » პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა საქართველოში ოფიციალურად გახსნილია
პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა საქართველოში ოფიციალურად გახსნილია

პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა საქართველოში ოფიციალურად გახსნილია

პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა საქართველოში ოფიციალურად გახსნილია – “ომეგა მოტორ ჯგუფმა” “ომეგა მოტორ სითი” წარადგინა

პირველი პრემიუმ კლასის საავტომობილო ქუჩა საქართველოში ოფიციალურად გახსნილია . ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ლენტი საზეიმო ვითარებაში საქართველოსა და სომხეთში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო და საინვესტიციო წარმომადგენელთან, მარკ პრიჩარდთან ერთად გაჭრა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ომეგა მოტორ ჯგუფმა“ ინოვაციური კონცეფციის პროექტი – „ომეგა მოტორ სითი“ წარადგინა. აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე, ერთ სივრცეში, ერთ ქუჩაზე მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდების შოუ-რუმები და სერვის ცენტრებია განთავსებული. მათ შორის “ბეემვე”, “ბენტლი”, “მაზერატი”, “ჯენერალ მოტორსი”, “მინი კუპერი” და “კადილაკი”. პროექტის ავტორები სამომავლოდ გეგმავენ როლს როისის შემოყვანასაც, ასევე სასტუმროს, რესტორნების, ბარებისა და სხვა სავაჭრო თუ გასართობი ობიექტების გახსნას.

Share