Home » მსოფლიო » პირველი ეკონომიკური მოლაპარაკებები 8 წლიანი პაუზის შემდგომ იაპონიასა და ჩინეთს შორის
პირველი ეკონომიკური მოლაპარაკებები 8 წლიანი პაუზის შემდგომ იაპონიასა და ჩინეთს შორის

პირველი ეკონომიკური მოლაპარაკებები 8 წლიანი პაუზის შემდგომ იაპონიასა და ჩინეთს შორის

სავაჭრო ომი – ტრამპის ეკონომიკური სანქციები VS იაპონია და ჩინეთი

ორშაბათს, 16 აპრილს, ჩინეთმა და იაპონიამ რვა წლიანი პაუზის შემდგომ, მაღალი დონის  ეკონომიკური დიალოგი, აშშ-ს სავაჭრო საფრთხის ფონზე პირველად წარმართეს.

არცერთი მხარე არ ასაჯაროებს შეთანხმებას დონალდ ტრამპის პროტექციონისტური პოლიტიკის შესახებ მაგრამ, ორივე მხარე მიიჩნევს, რომ შეხვედრა არის დროული. ეს შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად დამოუკიდებელია ამერიკულ ბაზარზე ჩინეთი  ან იაპონია.

შეხვედრაზე იაპონიამ სთხოვა ჩინეთს, რომ უზრუნველყოს სამართლიანობა უფასო ტექნოლოგიების ტრანსფერებში და ინტელექტუალური საკუთრების გაცვლაში, იაპონიამ ასევე სთხოვა ჩინეთს, რომ არ გამოყოს ლითონის ზედმეტი მოცულობა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ ორშაბათს განაცხადა, რომ მან და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა ერთმანეთს გააცნეს სავაჭრო გეგმა, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ომი სერიოზულ გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ 100 მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელზე ტარიფების დაწესება გადაწყვიტა, ინიციატივის განხილვა კი თეთრი სახლის ადმინისტრაციას დაავალა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დატოვა  ჩინეთმა და აშშ-დან იმპორტირებულ 128 დასახელებბის პროდუქციაზე გაზრდილი გადასახადები დააწესა.

არსებულ მოვლენებს წინ უსწრებდა ის, რომ დონალდ ტრამპმა შეზღუდვები დააწესა ჩინურ ინვესტიციებზეც.

შალვა კაპანაძე

Share