Home » ბიზნესი » პირველად თბილისში, ჩინური კაზინო იხსნება
პირველად თბილისში, ჩინური კაზინო იხსნება

პირველად თბილისში, ჩინური კაზინო იხსნება

კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბაზარზე კიდევ ერთი სამორინე შემოდის. სამორინე „ზანადუ“ თბილისის ზღვის ახალ ქალაქში „ჰოტელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და ის მოთამაშეებს ზაფხულში მიიღებს.

როგორც „კომერსანტს“ სამორინე „ზანადუ“-ში განუცხადეს, ის ჩინური ბრენდია და საქართველოს ბაზარზე შემოსვლა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა.

კაზინო ჯერ კადრების მოძიების პროცეშია, რის გამოც გახსნის ზუსტი თარიღი ვერ სახელდება. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სამორინე ზაფხულისთვის ამოქმედდება. კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე სამორინეს წარმომადგენლობა „კომერსანტთან“ სხვა სახის დეტალებზე საუბრისას თავს იკავებს.

commersant.ge

Share